8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა იყოს შესრულებული-ლორენს მერედიტი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143730 მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა იყოს შესრულებული - ევროპარლამენტის წევრი ლორენს მერედიტი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას დადებითად აფასებს. „ევროკავშირი მკაფიოდ თანმიმდევრული იყო და არის სასამართლო რეფორმაში და პარტნიორ ორგანიზაციებთან, ვენეციის კომისიასთან, ევროსაბჭოსთან მუშაობაში. მოვუწოდებთ საქართვლოს ეს გაითვალისწინოს. საარჩევნო წელია და მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რომ მარტის შეთანხმება სრულად იყოს შესრულებული“, - განაცხადა ლორენს მერედიტმა.