ჩინეთს ტროპიკული შტორმი "ჰაგუპიტი" უახლოვდება

Tbilisi Daily

ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული. ქვეყნის ამ ნაწილს ტროპიკული შტორმი "ჰაგუპიტი" უახლოვდება. სტიქია ჩჟეძიანისა და ფუძიანის პრივინციებს დღეს ღამით დაატყდება თავს. სტიქია ამ დროისთვის ქალაქ ვენჩჟოუდან 380 კილომეტრში იმყოფება და ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით 20-25 კილომეტრ-საათის სიჩქარით მოძრაობს. სანაპიროსთან მიახლოებამდე მისი კიდევ უფრო გაძლიერება, ძლიერი ტალღები და შტორმია მოსალოდნელი. "ჰაგუპიტი" რიგით მეოთხე შტორმია ამ სეზონზე. ჩინეთში განგაშის ოთხბალიანი სისტემა მოქმედებს. ყვითელი საფრთხის მეორე დონეს აღნიშნავს.