ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2.4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 2.4 მილიონით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. „კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. 18 ოქტომბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 40 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1.1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2.4 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 36 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა“, - ნათქვამია ჯანმოს საინფორმაციო ბიულეტენში.