კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 129 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა
Pirveliradio Ge
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში გამოვლინდა.
კოვიდინფიცირების 182 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა - 129 და აქედან ბათუმში 114, 11 ქობულეთი, 3 ქედა და 1 შუახევი, თბილისი 34, იმერეთში 11, რუსთავში 4, გურია 3 და კახეთში 1, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად კოვიდცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში ჯამურად 1 657 პაციენტი მკურნალობს.