სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა
Tbilisi Daily
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბეირუთში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო. მომხდარის დეტალები, დაშავეულთა რაოდენობა ჯერ არ ვიცით. ნამდვილად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით - დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე მოხდა. დაზიანებულია ახლომდებარე შენობები.