Ზალკალიანი თურქ კოლეგას რეგიონულ უსაფრთხოებაზე ესაუბრა

Tbilisi Daily

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით უსაუბრა. როგორც დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. „საუბარი მქონდა ჩემს თურქ კოლეგასა და მეგობარ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საკითხები. მადლობელი ვარ ჩვენი თურქი მეგობრების მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-ში მისწრაფებისა და COVID-19-ის დასამარცხებლად დახმარებისთვის“, - წერს ზალკალიანი.