გერმანიაში COVID 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 8 551-მდე გაიზარდა

Tbilisi Daily

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 182 370-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ინფიცირების 342 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 29 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა8 551-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 167 300-ზე მეტი პაციენტი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 47 138 - ბავარიაში ფიქსირდება, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში - 38 185, ბადენ-ვიურტემბერგში - 38 185.