საქართველოს რკინიგზა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმოძრავებს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ბილეთების შეძენა ონლაინ დღეიდან შეგიძლიათ. სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით:www.railway.geან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია:http://onelink.to/c6dnm8ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი ვებგვერდებიდან:www.tkt.ge;www.biletebi.ge;www.matarebeli.ge.
შეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია საქარველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში