გორში მდგმურმა სახლის მეპატრონე მოკლა

Tbilisi Daily

გორში, ქალაქის ცენტრში მდგმურმა ბინის მეპატრონე ცივი იარაღით მოკლა. მდგმური ნაქირავებ სახლში ბინის მეპატრონის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი უცნობია. სავარაუდო დამნაშავე თურქეთის მოქალაქეა და ის პოლიციამ უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.