რატომ შეამცირა ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეების შეკვეთა?

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პირბადეების შეკვეთის 500 000 ცალიდან 100 000-მდე შემცირების მიზეზებზე. ტიკარაძის განაცხადებით, პირბადეების შეკვეთა მაშინ განხორციელდა, როცა ალტერნატიული მომწოდებლები არ არსებობდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებამ მომწოდებელი შეარჩია, გადაწყდა შეკვეთების შემცირებაც. „შეკვეთა განხორციელდა მარტის თვეში, როცა ალტერნარიული მომწოდებლები არ გვყავდა, თუმცა, მუდმივად ვახორციელებთ, როგორც მომწოდებლების ნუსხის, ასევე შეკვეთების გაფართოებას. მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებლად საჭირო პირბადეების მომწოდებელი შევარჩიეთ, დავაკორექტირეთ ეს შესყიდვა. შესყიდვის დაკორექტირება 4 აპრილს მოხდა, ხოლო ეს ყოველივე „მაცნეზე“ 8 აპრილს აიტვირთა“, - განაცხადა ტიკარაძემ. #ტიკარაძე #ჯანდაცვა #პირბადე #შეკვეთა #მომწოდებელი #tbilisidaily y