ახალი ხელმძღვანელები

Sokhumi Daily

თანამდებობაზე დაინიშნენ ჯანდაცვისა და აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს უფროსის მოადგილეები. აპრილში, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა, სამინისტროების რაოდენობა გაიზარდა 12-დან 14-მდე. ჯანდაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილედ ალხას კონჯარია დაინიშნა. 2014 წლიდან ე.წ მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი გახლდათ. დათო ქაჯაია დაინიშნა ტურიზმის მინისტრის მოადგილედ. იგი 2016 წლიდან რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია "ერთიანი აფხაზეთის" თავმჯდომარის მოადგილე იყო. კამო მელკუმოვი, სახელმწიფო სატყეო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ის ასევე განყოფილების მთავარი გამგებელია. მზია ამიჩბა დაინიშნა ე.წ სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის უფროსის მოადგილედ. #პოლიტიკა #აფხაზეთი #სოხუმი #sokhumidaily