ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ქუთაისში, ქალის მკვლელობის საქმის გამოძიებისას კიდევ 2 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.
30 წლის ქალი 18 ივლისს მოკლეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულია მისი მეგობარი ქალი, რომელსაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა მეგობართან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ, შსს-მ 19 ივლისს გაავრცელა. სამართალდამცავთა ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30737314.html
#ახალი_ამბები
#twitter