ბოლო ერთ კვირაში აჭარაში ეპიდსიტუაცია სერიოზულად გაუმჯობესდა - გამყრელიძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაცია შეინიშნება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, აუცილებელია შემსუბუქების პარალელურად 2 კვირიანიდაკვირვება, იმის დადგენა თუ როგორ მიჰყვებაშემსუბუქებას ეპიდსიტუაციადა ამის შემდგომ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
'ბოლო ერთ კვირაში აჭარაში უკვე საშუალო პროცენტი დადებითობისგვაქვს 3. რაც კარგია და ნიშნავს, რომ უკვე სიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება, გურიაში არის ჯერ 7, თბილისში-7, ამიტომ უარი ითქვა ჯერ სერიოზულ შემსუბუქებებზე, იმერეთში 9 გვაქვს ჯერ, კახეთში-9, რაჭა-ლეჩხუმში-12.
სულ ბოლო ერთი კვირის დადებითობისმაჩვენებელი ქვეყანაში არის 7,3%, ეს სერიოზული შემცირებაა. ეს მაჩვენებელინოემბრის ბოლოს გვქონდა 30%-ზე მეტი. ჩვენ კიდევ უფრო დავმშვიდდებით თუ დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე ჩამოგვივა. რაც უკვე აჭარაში გარკვეულად მიღწეულია და ამიტომ იქ შემსუბუქების მხრივ უფრო თამამი ღონისძიებები გატარდება'-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.