ახალი შემთხვევებიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ერთი სამედიცინო პერსონალია, სამის წყარო კი უცნობია - ეზუგბაია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოსბაზრობას უკავშირდება, 5 გაჩიანიდან არის, ორიიმპორტირებულია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია. მარინა ეზუგბაიას თქმით, სამ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს უცნობია და მოკვლევა მიმდინარეობს.
„8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
კოვიდცენტრებში 214 პაციენტი მკურნალობს.
დღეს, 24 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.