სუსმა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომელი დააკავა

Tbilisi Daily

სუსმა აჭარის გარემოს დაცვის თანამდებობის პირი დააკავა. მერაბ კახიძე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში მიწის მართვის სამსახურის უფროსია და 2014 წლიდან ხელვაჩაურის მიწის კომისიის მოწვეულ სპეციალისტად მუშაობდა. დაკავების მიზეზებს არ განმარტავენ სუს-ში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ხალვაში ამბობს, რომ არაფერი იცის დაკავების მიზეზების შესახებ. „მე როგორც ვიცი, ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, მეტი არაფერი ვიცი,“ – ირწმუნება ხელვაჩაურის მიწის კომისიის თავმჯდომარე.