თუ თქვენ დაგაკავეს❗️❗️❗️
☑️მოითხოვეთ თქვენი უფლებების ნუსხა წერილობითი სახით და ყურადღებით გაეცანით მას;
☑️ნუ მოაწერთ ხელს ადვოკატის გარეშე თქვენი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ეს თქვენი უფლებაა და ვერავინ გაიძულებთ;
☑️თუ მაინც გადაწყვეტთ ხელის მოწერას, – ისარგებლეთ ოქმზე შენიშვნის გაკეთების უფლებით და მერე მოაწერეთ ხელი;
☑️და ზოგადად, ნურასდროს ნუ მოაწერთ თქვენთვის გაუგებარ დოკუმენტზე ხელს.
ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან:??
??ოქმის შაბლონი ძირითადად მოიცავს მნიშვნელოვან ბეჭდურ ჩანაწერებს, რომელთა ცოდნაც არაიურისტს ვერ მოეთხოვება. შესაბამისად, გაუთვითცნობიერებლად ხელის მოწერა გააძნელებს თქვენი პოზიციების დაცვას... განსაკუთრებით, – სასამართლოში პირველი წარგენის დროს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე მსჯელობისას, ასევე შემდგომში, – საქმის არსებითი განხილვის პროცესში, სადაც უკვე განიხილება თქვენი დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხი.
თქვენი უარის შემთხვევაში??
??მანქანაში, პოლიციის განყოფილებაში, პროკურორის კაბინეტში, დროებითი მოთავსების იზოლატორში... დიდი ალბათობით შეეცდებიან თქვენზე ზემოქმედებას. თავდაპირველად დაგიმეგობრდებიან თითქოს, კეთილისმსურველად წარმოგიდგებიან, მიგითითებენ ოქმის იმ ადგილზე, სადაც თქვენთვის სასურველი ჩანაწერია და ზოგადი მნიშვნელობის გაუბრალოების გზით დაგარწმუნებენ ხელმოწერის ფორმალურ მნიშვნელობაში. თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა, – უკვე დაჟინებით მოგთხოვენ, დაგისახავენ არასახარბიელო პერსპექტივას და ა.შ.
მტკიცედ დაიცავით თქვენი უფლება❗️
გახსოვდეთ, – იძულება კანონით დასჯადია❗️❗️
⚖️ ნუ შეიმცირებთ თქვენი გამართლების შანსებს❗️❗️❗️