იმედიტირე შენც, ჩემთან ერთად და ჩვენ განვიკურნებით...

0
ყოველ დილას, ფანჯარას ვაღებ, ღრმად ჩავისუნთქავ ჰაერს, მადლობას ვამბობ კიდევ ერთი დღისთვის, სიცოცხლისთვის და ვუყურებ ცას. ახლაც - ამ წამს, გამოვაღე ფანჯარა და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი , წვიმს, სასიამოვნო ცივი ნიავი მეხება სახეზე. სიცოცხლე მშვენიერია. სამყარო - ყველაფრის გადატანას ახერხებს და ყოველ წამს ასრულებს თავის - მოვალეობას - ამჯერად წვიმს. წვიმა სასიამოვნო სურნელს წარმოქმნის ჰაერში და წკაპაწკუპიც ლამაზ მელოდიას ქმნის. სამყაროს უხარია , რომ არსებობს. ესაა სიცოცხლე. უსმინე. განიცადე. იგრძენი - ამ წამს როგორი ცოცხალი, ბედნიერი, ენერგიით სავსე ხარ. ვცდილობ - განვიცადო ეს. მადლიერი ვარ ამ წამისთვის , სიყვარულს განვიცდი. არსებობის. ადამიანების. ბუნების. ჰაერის. წვიმის. - მიმართ. მე ვარსებობ, შენ არსებობ. მშვენიერია. - ვხუჭავ თვალებს, წარმოვიდგენ ადამიანებს, ზოგს სძინავს, ზოგი ჩაის იმზადებს, ზოგი მუსიკას უსმენს, ზოგს ტკივა, ზოგმა თავის არსებობის დრო ამოწურა და ბოლო ჩასუნთქვა განახორციელა, ზოგი ამწამს დაიბადა და პირველად ამოისუნთქა. ვიღაც იღიმის, ვიღაცას ეშინია , ვიღაც ფიქრობს. ვძაბავ ჩემში არსებულ ენერგიას და სიყვარულად გარდავქმნი. ვცდილობ ადამიანებს დავუკავშირდე ფიქრით და მათ - ცნობიერებაში სიყვარულს - ვუშვებ , მთელი ჩემი ენერგიით - ვამბობ - მიყ ვარ ხარ. ძალას ვმატებ მომაკვდავს, რომ ბოლო წამს ღრმად ამოისუნთქოს, განიცადოს არსებობა. ვუერთდები ჩვილის - პირველ, ხარბ ამოსუნთქვას. ღიმილს ვუბრუნებ მომღიმარს. მათბობს. უფრო მეტად ეღიმება. ვეხუტები - მარტოსულ ადამიანს მოკუნტულს რომ სძინავს. ბედნიერია. - სამყაროს განცდას ვიწყებ, წვიმად ყოფნა როგორია? ვცდილობ წვიმად ვიქცე. წვიმა ჩემთან ერთად ცეკვავს წვეთებად. ცას ვუყურებ, ღრუბლებში ვუჩინარდები. მზეო , სად იმალები? გეძებ. გამათბე. ვპოულობ და გულში ვიხუტებ. ჩემი გული მზედ იქცა. სამყაროს ვანათებთ. ჰაერის მოძრაობა სუნთქვას - ეხლართება ყვავილებად. - მთელი ჩემი არსებობით , ვცდილობ - სიყვარულის უდიდეს ენერგიად ვიქცე, რომელიც - განკურნავს, უსიყვარულობისგან დაზარალებულ ბუნებას, ადამიანს...მე... ვავსებ ცარიელ ნაპრალებს სითბოთი. სანთელს ვანთებ სიბნელეში. ვერთიანდები - არსთან. სიცოცხლე ცეკვავს, იღიმის - ჩემში, ჩემად.
0