საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 516 ადამიანი გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/?newsid=142141 საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 21 856-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 516 ადამიანი დაიღუპა. ეს ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საფრანგეთის საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთა რაოდენობა 165-ით შემცირდა და 5 053 შეადგინა, რაც 29 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სულ საფრანგეთში ამჟამად ჰოსპიტალიზებულია 29 219 ადამიანი, რაც ასევე ყველაზე დაბალი ნიშნულია ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
0