3D პრინტერი კორონავირუსის წინააღმდეგ

0
პანდემია და მსოფლიო კრიზისი, ზოგიერთი სტარტაპისთვის, შესაძლოა წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი საწყისი გახდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც 3D პრინტერის მიმართულებით სპეციალიზირდება. ანუ იმ დროს, როდესაც კორონავირუსთან საბრძოლველ აღჭურვილობაზე მოთხოვნა დიდია და ხშირად არასაკმარისი, 21–ე საუკუნის პრინტერს შეუძლია ერთ დღეში დაამზადოს საჭირო აღჭურვილობა და მოამარაგოს სამედიცინო პერსონალი. მაგალითად, სტარტაპ-კომპანია Carbon-ის დამფუძნებლებმა, გადაწყვიტეს, რომ სასუნთქი აპარატებიდან სამედიცინო ნიღბებამდე, ყველაფერი რისი დეფიციტიც არის დღეს მსოფლიო პანდემიის პირობებში, შეავსონ 3D პრინტერითა და მათი უნიკალური ტექნოლოგიით. შედეგად შექმნეს სახის ფარები და ტესტირებისთვის გააგზავნეს სტენფორდის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამავდროულად, დიზაინერებმა დაიწყეს სპეციალურ ტამპონებზე მუშაობა, რაც ასევე არ არის საკმარისი სამედიცინო დაწესებულებებში და რის გამოც, არ ტარდება საკმარისი რაოდენობის ტესტები COVID-19– ის წინააღმდეგ. მარეგულერებლებმა სტარტაპს დართეს პროდუქტის მასობრივი წარმოების ნებართვა, ამიტომაც დამცავი ეკრანების გაგზავნა სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოში დაიწყეს. გარდა ამისა, კორნელის უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტროინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, კრისტინ პეტერსენმა, კამპუსზე არსებული 3D პრინტერები ითხოვა და მოხალისეებთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დამცავი აღჭურვილობის წარმოება დაიწყო. პეტერსენის თქმით, საბოლოო ჯამში, მისი გუნდის განკარგულებაში 106 პრინტერი აღმოჩნდა.
#3
#პრინტერი
#კორონავირუსი
#კორონა
#technology
#tech
#news
#opinion
#goodplaces
#art
#photo
#coronavirus
0