Usability or creative?

0

1. რა არის უფრო მნიშვნელოვანი?

ამის თაობაზე დავები დიზაინერებს შორის ჯერ კიდევ არ წყდება. რა არის უფრო მნიშვნელოვანი: მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული ვებ გვერდები მომხმარებლისთვის? თუ კრეატიული მიდგომა რომლითაც გამოვყოფთ მას სხვა რესურსებს შორის?

2. რა არის USABILITY და რატო უნდა

მიექცეს მას განსაკუთრებული

ყურადღება

Usability არის საიტის გამოყენების სიმარტივე და კომფორტულობა, რომელიც მომხმარებელზე იქნება მორგებული იგი მარტივად უნდა მიხვდეს როგორ მიიღოს პასუხი კონკრეტულ კითხვაზე, სადაც მომხმარებელი იოლად და ლოგიკურად მიაღწევს თავის მიზანს ზედმეტი ფიქრის გარეშე.

ორიენტაცია

ასევე რამდენად მოსახერხებელია მომხმარებლისთვის ერთი სექციიდან მეორეზე გადასვლა და საჭირო ინფორმაციის მოძიება, გასაგებია თუ არა მომხმარებლისთვის თუ როგორ უნდა გააკეთოს მიზნობრივი მოქმედება.

სარგებლობა

ასევე ვიზუალური ესთეტიკის შეგრძნებასაც მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს, რაც უფრო სუფთა და კომფორტულია დიზაინი მით უფრო რეალიზებადი ხდება სტრატეგია მომხმარებლის მხრიდან.

3. რატომ ითვლება USABILITY მიზანშეწონილად

პირველი და მნიშვნელოვანი მაჩვენებელი Usability პირდაპირ გავლენას ახდენს გაყიდვებზე, თუ საიტი გამოყენებაში რთულია და ვერ აწვდის საჭირო ინფორმაციას მაშინ მომხმარებელი იწყებს სხვა კომპანიების და კონკურენტების ძებნას. მეორე მაჩვენებელი კი პირდაპირ კავშირშია საიტის და ინტერფეისის დიზაინზე, კვლევები აჩვენებენ რომ რაც უფრო მარტივი მინიმალისტური და მოსახერხებელია საიტის გამოყენება სადაც დაცულია ობიექტებს შორისი ჰორმონიული ბალანსი, სიმეტრიულობა, და ერთიანი სტილი მით უფრო მოსწონთ მომხმარებლს მისი დიზაინი, შესაბამისად ესეთი ვებ გვერდი გამოირჩევა მაღალი კონვერსიითაც.

4. კრეატიულობა ვებ დიზაინში

კრეატიული ვებ დიზაინი ძირითადად შედგება არასტანდარტული გადაწყვეტილებებისგან სადაც შეიძლება იყოს ანიმაცია ჰორიზონტალური ნავიგაცია სხვადასხვა დეკორატიული ელემენტები გადატვირთული ანიმაციები... გადაჭარბებული კრეატივი აფერხებს მომხმარებელს მიზნობრივი ქმედებებისგან ხელს უშლის საიტზე ორიენტაციას და შინაარსის აღქმას. როგორც წესი ესეთი ვებ გვერდები ხშირ შემთხვევაში არ წყვეტენ მომხმარებლის პრობლემას, ამიტომ მათ გამოიყენებენ კონკრეტული დანიშნულებით ისეთ სფეროებში როგორიცაა, გარკვეული პროდუქტების პრეზენტაცია, ვებ გვერდის პრესენტაცია Awwwards - ზე, პრომო ვებ გვერდები რომელიც მიმართულია კონკრეტულად კომპანიის იმიჯზე, და სხვა შემოქმედებით სფეროებში.

5. რა ავირჩიოთ?

დღეს დღეობით თანამედროვე დიზაინი სულ უფრო მიექანება მინიმალიზმისკენ. რაც საზღვრავს გარკვეული ნაბიჯების შემცირებას, დიდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოსახვას და რთული ფუნქციების გამარტივებას. ხშირ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებათ ითვლება ბალანსი კომფორტულ Usability და მცირედ არა თვალსაჩინო კრეატივს შორის სადაც იქნება ჩადებული დიზაინერის ხელწერა UI სახით.
#UX
-UI.
#USABILITY
.
0