მთავრობა თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება. „ჩვენი მოქალაქეების ფენა, რომლებიც არაფორმალურ იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი არ აღირიცხებიან არც ერთ ოფიციალურ ბაზებში და წყაროებში. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალური გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ასეთი ადამიანების იდენტიფიცირება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი იქნება 75 000 000 ლარი“, - განაცხადა გახარიამ.
#თვითდასაქმება
#დახმარება
#მთავრობა
#გიორგიგახარია
#tbilisidaily
0