ვის ოჯახში გაიზარდა გიორგი ბრწყინვალე და ვინ იყო ბექა ჯაყელი ?

0
სამცხის მმართველი 1285-1306 წწ. ბექა I-ის სამფლობელო-საგამგეო (სამცხე, აჭარა, შავშეთი, ჭანეთი, კლარჯეთი, ტაოს უდიდესი ნაწილი, კოლა, არტაანი და ჯავახეთის მრავალი სოფელი) გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზერუმი) და შავ ზღვამდე. 1266-1334 წწ. ეს მხარე გამოყოფილი იყო ერთიანი საქართველოს სამეფოსაგან და ცალკე პოლიტიკური ერთეულს წარმოადგენდა. ბექა I ილხანთა სახელმწიფოს ვასალი იყო. ყაენებს ხარკს უხდიდა და თავისი ჯარით მათს ლაშქრობებში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური კავშირი დანარჩენ საქართველოსთან მაინც არსებობდა. ბექა I საქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულს ატარებდა. მის დროს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან მომძლავრებულმა თურქებმა განაახლეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ბექა I-მა დაამარცხა და განდევნა ისინი (აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში).ბექა I იყო ქართული პოლიტიკური გავლენის აქტიური დამცველი ტრაპიზონის სამეფოში, რომელსაც იმხანად საქართველოს მეფის ხელისუფლების დასუსტების გამო შეიძლებოდა ბიზანტია დაუფლებოდა. თვით ტრაპიზონშიც ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური დაჯგუფება - ქართული და ბიზანტიური. გაიმარჯვა ქართულმა პოლიტიკურმა დასმა. ამისი ერთგვარი გამოხატულება იყო კეისარ ალექსი II-ის (1297-1330) დაქორწინება ბექა I-ის ასულზე. ბექა I-ის მეორე ასული ნათელა იყო დემეტრე II თავდადებულის მეუღლე. მათი ვაჟი გიორგი (შემდგომში გიორგი V ბრწყინვალე) ბექა I-ის ოჯახში აღიზარდა. ბექა I ენერგიული მმართველი იყო. მის დროს შედგა სამართლის წიგნი, რომელიც ბატონყმური წყობილების განმტკიცებას ემსახურებოდა („წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“), აშენდა წმ. საბას ტაძარი საფარში.
0