როგორ ვმართოთ მომხმარებლის ყურადღება

0
ადამიანი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს მნიშვნელოვან ინფორმაციას და ფიქრობს როგორ მიაღციეს თავის მიზანს სწრაფად და ზედმეტი ფიქრის გარეშე. ადამიანის ტვინს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად ინგნორირება გაუკეთოს თავის გარშემო მეორე ხარისხოვან ინფორმაციას რომელიც ხელს უშლის მას მიზნის მიღწევაში, რადგან ყოველი ინფორმაციის აღქმა იყენებს ყურადღების ცალკეულ რესურსებს და კოგნიტიურ დატვირთვას.

საიტზე მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად საჭიროა მკაფიოდ ვიცოდეთ:

- რა ქმედება უნდა მიიღოს მან ამ მიზნის მისაღწევად? - რა უნდა იყოს მიზნის მიღწევის შედეგი? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მომხმარებლის მარშრუტი და მისცეთ მას ვიზუალური მინიშნებები, რაც მკაფიოდ მიუთითებს მის მიმართულებას მიზნისკენ. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციული და ვიზუალური ობიქტების იერარქია ყურადღების სწორად სამართავად. მაგალითად, პროდუქტის ყიდვისას, ასეთი მინიშნება შეიძლება იყოს გასაგებად დალაგებული ფოტოები, ველების შევსებისას კი ხელმოწერები, და თუ მიზნის მიღწევა რამდენიმე ნაბიჯს მოიცავს, პროგრესის სტატუსის ჩვენება. P.S: მომხმარებელი ცდილობს შეზღუდული რესურსებით იხმაროს თავისი ყურადღება, ამიტომ ისინი ფოკუსირებას ახდენენ ძირითადად თავის მიზანზე, უნდა შევეცადოთ დავტოვოთ მხოლოდ მნიშვნელოვანი დიზაინის ელემენტები, რადგან დანარჩენებს ხშირად იგნორირებას უკეთებენ. დიზაინერის ამოცანაა განსაზღვროს მომხმარებლის მიზანი, რომელსაც მომხმარებელი იოლად და კომფორტულად მიაღწევს.
#UX
-UI.
#დიზაინი
.
0