27 და 28 აპრილს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაბრუნდნენ თავიანთი რეგისტრაციის ადგილებში

0
27 და 28 აპრილს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაბრუნდნენ თავიანთი რეგისტრაციის ადგილებში. გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებულია საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და დიდი ქალაქებისთვის, რუსთავი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. „ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე იყო გასული საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში ან თავისი სამუშაო ადგილიდან. ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს, ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. ორი დღის შემდეგ შეზღუდვები აღსდგება, ამას ვაკეთებთ, რათა მოქალაქეებს მოვუხსნათ დისკომფორტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
#კორონავირუსი
#რეგისტრაციისადგილი
#შეზღუდვები
#tbilisidaily
0