კორონავირუსის მორიგი შემთხვევა ბათუმში

0
ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განაცხადა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. "გამოვლინდა ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მას, გარდა ერთი, ოჯახური კონტაქტისა, არ ჰქონია სხვასთან კონტაქტი". ქობულეთის კლასტერში უკვე 35 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით. 530 შესწავლილი კონტაქტიდან, 400-ს უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. ბათუმში კი 38 პაციენტი მკურნალობს და აქედან 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ქვეყნის მასშტაბით 431 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან 115 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.
#კორონავირუსი
#ქობულეთის_კლასტერი
#კოვიდი
#batumidaily
0