„დედის უფლებების დამხობა
მდედრობითი სქესის მსოფლიოისტორიული დამარცხება იყო.“ -
ფრიდრიხ ენგელსი
„ქალი არის შექმნილი იმისათვის,
რომ მამაკაცს მოსწონდეს.“- ჟან ჟაკ
რუსო
იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა განაპირობებდა ქალთა დისკრიმინაციას მინდა გაგაცნოთ ორი ფილოსოფოსის აზრი ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. (გაითვალისწინეთ ფილოსოფოსთა მოღვაწეობის პერიოდი) ფრიდრიხ ენგელსი ქალთა
დისკრიმინაციას ეკონომიკასთან აკავშირებს, ხოლო ჟან ჟაკ რუსო ცდილობს თავის კითხვებზე პასუხი ბუნებით მდგომარეობაში იპოვოს.
ფრიდრიხ ენგელსი, თავის ნაშრომში „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ საუბრობს იმ გამომწვევ მიზეზებზე , რის გამოც ქალებმა დაკარგეს ძალაუფლება და რანგით მამაკაცზე დაბლა აღმოჩნდნენ. ენგელსი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად სამყაროში მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრების გამო ბავშვის ერთადერთი მშობელი დედა იყო, რადგან მხოლოდ დედამ იცოდა, რომ შვილი ნამდვილად მისი იყო. შესაბამისად ოჯახში და თემში ქალმა აიღო დამოუკიდებლობა. გვარში მემკვიდრეობაც მხოლოდ დედის ხაზით გადადიოდა და თემის უფროსიც დედის ხაზიდან ირჩეოდა. მაშასადამე მამაკაცთა აზრით, ეს სისტემა უნდა დამხობილიყო და დაემხო კიდეც. “ დედის უფლებების დამხობა მდედრობითი სქესის მსოფლიო - ისტორიული დამარცხება იყო.“ - ენგელსი
ფრიდრიხ ენგელსი აკრიტიკებს ბურჟუაზიულ ოჯახს, რადგან ოჯახის ეს მოდელი ქალის ჩაგვრისა და ე.წ „პროსტიტუციის“ მთავარ მიზეზად მიაჩნია. ბურჟუაზიულ ოჯახში წარმოება, ბიუჯეტი, ფულის გამომუშავება მთლიანად მამაკაცზეა დამოკიდებული. ენგელსის აზრით, ბურჟუაზიამ გარყვნა საზოგადოება, რადგან ამ პირობებში ქორწინება გახდა „პროსტიტუცია“ ეკონომიკურად უფრო შემდგარ მამაკაცზე. ეს არის ქალის პირდაპირი დისკრიმინაცია. ამით გაჩნდა არამხოლოდ კლასობრივი, არამედ სქესობრივი ჩაგვრაც. ქორწინებაში მყოფი წყვილი იურიდიულად აფორმებს მოწმობას, იმის შესახებ, რომ თანასწორნი არიან თანაცხოვრების დროს, მაგრამ ეს იურიდიული დოკუმენტიც, მისი აზრით, ფარსი ხდება, რადგან ასე რომ იყოს, ქალს ყველაფერი ექნებოდა რასაც მოისურვებდა. ამის გადაჭრის გზას იგი ხედავს იმ ეპოქის რევოლუციაში, როდესაც მოისპობოდა ის მდგომარეობა, როდესაც ფინანსური მხარე მხოლოდ მამაკაცს ეჭირა ხელში, მისი აზრით, მათ ჩამოაყალიბეს ცრუ მონოგამია, რასაც თვითონ არ იცავენ, მათთვის ბუნებრივია ცოლ-ქმრული ღალატი, ხოლო ქალისათვის ეს ამორალური ქმედებაა. ეს ვითარება დაემხობა მაშინ, როდესაც ბურჟუაზია დაემხობა. წარმოების საშუალებების განვითარებასთან ერთად გაქრება მონოგამიის ბურჟუაზიული გაგება, აგრეთვე გაქრება, დაქირავებული შრომაც, პროლეტარიატიც, მაშასადამე იმის
აუცილებლობაც, რომ ქალების გარკვეული რიცხვი, ფულის გამო გაჰყვება მამაკაცებს ცოლად. მონოგამია მოსპობის ნაცვლად, მამაკაცებს რეალობად მოევლინებათ. მამაკაცების მდგომარეობა ძალიან შეიცვლება. ამასთან ერთად, მისი აზრით, ყველა ქალის
მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, როცა წარმოების საშუალებანი საზოგადოებრივ საკუთრებაში გადავა, კერძო ოჯახური მეურნეობა საზოგადოებრივ მრეწველობად გადაიქცევა, ბავშვების მოვლა-პატრონობა და აღზრდაც საზოგადოებრივი საქმე გახდება; საზოგადოება ერთნაირად იზრუნებს ყველა ბავშვისთვის. ქალი დანებდება მისთვის სასურველ მამაკაცს. მისთვის ცხოვრება არა ფულის მონობა, არამედ თავისი სურვილით ცხოვრება გახდება.
განსხვავებულ მოსაზრებას ავითარებს ჟან ჟაკ რუსო. იგი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბუნებრივ მდგობარეობას. თავის წიგნში „ემილი, ანუ აღზრდის შესახებ“ თავი 5 იგი აღწერს მამაკაცსა და ქალს შორის განსხვავებას. რუსოს აზრით, იმაში, რაც ადამიანებს აქვთ საერთო, ისინი თანასწორნი არიან , ხოლო იმაში რაც განსხვავებული "ვერც შევადარებთ". ქალსა და მამაკაცს ბუნებრივი მდგომარეობა, რუსოს მიხედვით სხვადასხვა აქვთ. მამაკაცი გაჩენილია იმისათვის რომ იყოს ძლიერი, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებს, მოიპოვოს ნადავლი, იშრომოს, შექმნას ახალი ნაშრომები, იაზროვნოს. ხოლო ქალს ბუნებამ ეს თვისებები არ
არგო, სამაგიეროდ მიანიჭა ბავშვის მუცლად ტარების და გაჩენის თვისება. ქალი არის შთამომავლობის გამგრძელებელი, ოჯახში სიმყუდროვის შემქმნელი, რუსოს მიხედვით, იგი
არის კავშირი მამაკაცსა და შვილს შორის. მან უნდა იზრუნოს ოჯახში ჰარმონიულ დამოკიდებულებაზე. ქალს არ აქვს ის თვისებები, რითაც შეძლებს მამაკაცს გაუტოლდეს, თუნდაც გონებრივი და ფიზიკური, სწორედ ამიტომ ის თავის მდგომარეობაში უნდა იყოს ძლიერი , ხოლო მამაკაცი თავისაში.
ძლიერი ქალი მისთვის არის ძლიერი მეოჯახე, თავისი ბუნებრივი მდგომარეობის ძლიერად დამცველი. რუსოს აზრით, ქალი გაჩენილია იმისათვის, რომ მამაკაცს მოსწონდეს. ამიტომ ის უნდა ეცადოს იყოს სასიამოვნო მამაკაცსითვის. ხოლო მამაკაცისთვის სასიამოვნო ქალი არის მოვლილი, ლამაზი, ნაზი, ადამიანი , რომელიც გამოირჩევა მეოჯახეობით, მორჩილებით. ქალი ფასობს იმდენად, რამდენადაც მას მამაკაცი აფასებს, მამაკაცის საზომი ქალში კი მისი სილამაზე და მეოჯახობაა. სწორედ ამიტომ ქალები ცდილობენ მაქსიმალურად მოსაწონნი გახდნენ მამაკაცებისათვის, მათ კრიტერიუმებს მოერგონ,
მისი აზრით, ქალისა და მამაკაცის აღზრდაც სხვანაირად ხდება. ქალის განათლებაზე ყურადღება იმდენად არ არის გამახვილებული, რამდენადაც მის მოვლის საშუალებებზე. აუცილებელი არარის ქალმა პირველივე მამაკაცზე შეაჩეროს არჩევანი და მას "დანებდეს" ცხოვრების ბოლომდე, რუსოს აზრით, მას რასაკვირველია აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, მაგრამ საბოლოოდ მაინც მისი მამაკაცის უნდა იყოს. „ქალი მამაკაცზე დამოკიდებულია თავისი მოთხოვნილებებით და სურვილებით კაცი კი მხოლოდ სურვილებით.“ -რუსო.