5 votes
0 comments
0 shares
Save
7 views
Anri Orbeladze
Kutaisi · 1 year ago

ჯვრის მონასტერი


Anri Orbeladze
Kutaisi · 1 year ago
Similar Posts
Gori Daily
Gori, Georgia · 1 month ago
საქართველოს ეკლესიის მენელსაცხებლე დედა იღუმენია ნინო (ანა) ამილახვარი
დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალა, საამილახვრო სათავადო, მაშინდელი გორის მაზრა. მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა ითავა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. მან ძმისწული მონასტრული წესით აღზარდა. 1839 წელს მამიდა გარდაიცვალა, ახალგაზრდა მორჩილმა მონასტერი არ მიატოვა. იგი მონაზვნებს საკუთარი ხარჯით აცხოვრებდა და წმინდა წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა. 1855 წელს საქართველოს ეგზარქოსის ისიდორეს ლოცვა - კურთხევით, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ტარასიმ, მცხეთის მონასტერში მორჩილი ანა ამილახვარი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ნინო უწოდა. 1863 წელს მონაზონ ნინოს წმინდა ნინოს მონასტრის გამგებლობა მიანდეს. იმ დროს მონასტერს ძალიან უჭირდა, ეკლესიას შეკეთება სჭირდებოდა. ნინომ მაშინვე ტაძრისა და მონასტრის რესტავრაციაზე დაიწყო ზრუნვა. ეგზარქოსის ნებართვით ნინომ მთელი თბილისი, მოზდოკი, პიატიგორსკი, ახალციხე და აბასთუმანი მოიარა და ქველმოქმედი ქრისტიანებისგან შემწეობა ითხოვა. შეგროვილი შემოწირულებით მან მონასტერი გაამშვენიერა, ტაძრისთვის კი საეკლესიო და სამღვდელმსახურო ნივთები შეიძინა. 1866 წელს მონასტერში იღუმენიას მეცადინეობით დაარსდა დედათა სასწავლებელი, რომლის მმართველი და "პირველი წევრი რჩევისა" თვითონ იყო. 1879 წელს განაახლა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, 1883 წელს დედათა მონასტრის ტაძრის გუმბათი შეაკეთებინა და ეკლესია გადახურა, ხოლო მოგვიანებით მთავარი ტაძრის კედლებიც შეაკეთა. 1880 წელს იღუმენია ნინოს მიერ დაარსებული სასწავლებელი "საეპარქიო სასწავლებლის" სახელწოდებით თბილისში გადაიტანეს. ნინომ გადაწყვიტა ხელმეორედ დაეარსებინა მონასტერთან დედათა სკოლა. 1888 წელს მოხუცებულმა იღუმენიამ შორი მოგზაურობა იტვირთა და რუსეთში გაემგზავრა, რათა იქ შეგროვილი შემოწირულებით ეკლესიაც შეეკეთებინა და განეხორციელებინა თავისი სანუკვარი ჩანაფიქრი - აღედგინა სკოლა მცხეთაში. 1889 წლის 1 ოქტომბერს ეგზარქოსმა პალადიმ მონასტერში ქალთა სასწავლებელი აკურთხა. 1890 წლის 2 ოქტომბერს ქართველმა საზოგადოებამ იღუმენია ნინოს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც მცხეთის დედათა სავანეში გაიმართა. წირვა აღასრულა ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა, არქიმანდრიტ კესარიოსისა და მღვდელ–მონაზონ ლეონიდე ოქროპირიძის თანამწირველობით. ცნობილია ამ დღეს მღვდელ–მონაზონ ლეონიდეს მიერ წარმოთქმული ქადაგება, რომელშიც ზუსტად იყო გადმოცემული იღუმენიას ღვაწლი. იღუმენია ნინო იყო არა მარტო სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი, არამედ ქართველ ქალთა არაერთი თაობის აღმზრდელი და მათთვის მაგალითის მიმცემი. იღუმენია ნინო 1904 წლის 30 დეკემბერს 88 წლის ასაკში აღესრულა და დაიკრძალა წმინდა ნინოს მაყვლოვანთან თავისივე აგებულ ეკლესიაში. კომუნისტების დროს ეს ტაძარი დაინგრა, შემორჩენილია მხოლოდ ტაძრის იატაკი და საძირკველი. 1865 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ, მცხეთის დედათა მონასტრის განახლებისათვის მონაზონი ნინო ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა; 1880 წელს წმინდა ნინოს ეკლესიის განახლებისთვის დაჯილდოვდა ძვირფასი თვლებით გამშვენებული ჯვრით; 1883 წელს - მეომრების დახმარებისთვის წითელი ჯვრის ორდენით. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენია ნინო წმინდანად შერაცხა. #ეკლესია goridaily
ტური საქართველოში
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
კაცხის მონასტერი
მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი — მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარე კაცხურას ხეობაში. აშენებულია 1032 წელს ქართველი მეფის ბაგრატ IV კურაპალატის და მისი მეუღლის ელენეს მიერ, რომელიც ბერძენი იმპერატორი რომან არგირის ძმისშვილი იყო. ისტორია კაცხის ტაძარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო. კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ. კაცხის ტაძარში ინახებოდა: ლიპარიტ ბაღუაშის მიერ შეწირული მათეს სახარების „თარგმანი“; 1059 წელს ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშის მიერ შეწირული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი, დიდი ჯვარი, რომლის წარწერაც რაჭის ერისთავთ-ერისთავს რატის იხსენიებს და მაცხოვრის ხატი, კახაბერ ერისთავთ ერისთავისა; კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს; კაცხის მონასტერშივე გიორგი–მალაქია აბაშიძის ბრძანებით გადაწერილა „კაცხის გულანი“, რომელიც ყველა საღვთისმეტყველო წიგნთა კრებულია. ჩამოთვლილთაგან მცირედი ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. არქიტექტურა ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია. ინტერიერის გეგმა წრიულია, ტაძარს თორმეტი ფანჯარა ანათებს. ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი). ტაძრის კანკელის ფრაგმენტები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
Natia Imerlishvli
Lagodekhi, Georgia · 4 months ago
გამარჯობა, საინტერესო ამბავი მინდა გიამბოთ. 🙏 2019 წლის 28 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლაგოდეხის ფილიალის, თანამშრომლები და მოხალისეები ვიმყოფებოდით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ ქოჩალოს ეკლესიაში, სადაც მოვაწყეთ "დასუფთავების აქცია". ჩვენი იქ ყოფნის დროს ამ ადგილს ესტუმრნენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი გაგოშიძე და პროფესორი ქალბატონი ქეთევან დიღმელაშვილი. მათი ცნობით ქოჩალოს ეკლესია მეხუთე მეექვსე საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან ნაგებობას წარმოადგენს.ასევე აღმოჩენილი წარწერის მიხედვით, ის მე-10 საუკუნის ბოლოსთვის მონასტერი უნდა ყოფილიყო. წარწერაში ხსენებულნი არიან ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარა. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია 2006 წლიდან აქვს მინიჭებული.🙏 #ჩამოდილაგოდეხში #photo
+4
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
როდის შეიქმნა ქართული დროშა!ფაქტები ისტორიიდან!
სავარაუდოდ, დღეისათვის არსებულ სახეს „გორგასლიან-დავითიანი“ დროშა 1320 წლიდან იღებს. ამ პერიოდში გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ დაიბრუნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, ასევე ჩაიბარა „კლიტენი იერუსალიმისანი“ ანუ ქრისტეს საფლავის გასაღები. ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარებლების განმასახიერებელი ხუთჯვრიანი კომპოზიცია საქართველოს სიმბოლო ხდება. ქართული სახელმწიფო დროშის მისი ფერისა და გამოყენების შესახებ რამდენიმე წერილობითი წყარო მოიპოვება როგორც ქართლის ცხოვრებაში, ასევე იმ პერიოდის საზღვაო რუკებში.
ლექსო ბუდაღაშვილი
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ჯვრის მონასტერი💝💝
Anri Orbeladze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
სათფლია და ჩემი გოგონები
Anri Orbeladze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
ჩემს მიერ მომზადებული კანჭი
Anri Orbeladze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
გამარჯობა
Anri Orbeladze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
შაორი
Anri Orbeladze
Kutaisi, Georgia · 1 year ago
ბაღდათი სოფელი როხი