მმართველობები საქართველოსთვის - რომელი ფორმაა უფრო მისაღები?

0
გამარჯობა. მინდა განვიხილო სხვა და სხვა ტიპის მმართველობები საქართველოსთვის, როგორიც არის : დემოკრატია, თეოკრატია, საპარლამენტო, საპრეზიდენტო და სოციალისტური რესპუბლიკური მმართველობები. დღეს საქართველოში გვხვდება საპარლამენტო მმართველობა, რომელიც უკვე წლებია საქართველოსთვის არაფრის მომცემია. ასე ვთქვათ, ქვეყანა დროს საგრძნობლად არის ჩამოშორებული და უფრო შორდება. გერმანიაში ეკონომიკური ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს, რატომ გერმანია? გერმანიაშიც საპარლამენტო მმართველობაა. საერთო ჯამში ცვლილებები მათთვის უკეთესობისკენ არის მიმართული. ამას განაპირობებს ქვეყანაში არსებული, ხაზგასმით გამოყენებული რესურსი მრეწველობის, აგრონომიის, ენერგეტიკასა თუ სხვა დარგებში. უმრავლესობის და უმცირესობის ცოცხალ-მკვდარობა ისევ დიდ პრობლემად რჩება. შესაძლებელია, ისეთი უმრავლესობის არჩევის შემდეგ, რომელიც საქართველოს ყურადღებას მიაქცევს, რამდენიმე ნაბიჯით მაინც წავიწიოთ წინ.

დემოკრატია საქართველოში

პირველად 1918 წლის 26 მაისს ჩამოყალიბდნენ დემოკრატები. ამ პერიოდში ოსმალეთი ცდილობდა საქართველოს ექსპანსიას. ექსპანსიის თავიდან ასაცილებლად დემოკრატიული მმართველობის წევრები ფიქრობდნენ, რომ გაეფორმებინათ ხელშეკრულება გერმანიასთან. ხელშეკრულება ყველაზე რეალური გზა იყო პრობლემის მოგვარებისა. 28 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება. გადაწყვეტილებამ მოლოდინები გაამართლა. მოკლედ ბოლო 8 წლის დემოკრატიის შესახებ: 2014 წლიდან "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ფულით მანიპულირებდა და ხალხს ფუჭ იმედებს აძლევდნენ. 2015 წელს უფასო ფულსაც შეპირდნენ ხალხს. 2016 წელს დემოკრატიული მმართველობით ევროპის გაკვირვებაც მოინდომეს. თუმცა ყველა აბსურდულ დაპირებას, რომელიც ცხადი იყო ვერ შესრულდებოდა, მაინც რაღაც მიზეზს უფიქრებდნენ. არჩევნებზე კარტოფილით განიძრახეს გაიმარჯვეს. მომავალ არჩევნებში გამარჯვებას კორონით, "თბილისის ცენტრალური სალხინოთი" და ქუთაისში დაგეგმვით გაკეთებული უნივერსიტეტით აპირებენ. ნამდვილად კარგი საარჩევნო კამპანია გამოვიდა, ქებით არ ვაქებ, მხოლოდ სამწუხაროა არჩევნების პერიოდს რომ ემთხვევა ყველა მათი პროგრესული გადაწყვეტილება, რაც მათთვის მხოლოდ გარანტირებულ 4 წელს ნიშნავს. დღევანდელი დემოკრატია, დემოკრატია არ არის და უკვე დამახინჯებულს არაფერი ეშველება.

საპრეზიდენტო მმართველობა

2004 წელს, როდესაც ედუარდ შევარდნაძის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ქვეყანაში ბევრი ქართველისთვის არასახარბიელო საცხოვრებელი პირობები იყო. ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო და ქვეყანა მოასულიერა. თუმცა სააკაშვილი ჭკუიდან გადავიდა და ნაციონალური მმართველობის ბოლო 4 წელი ყველაზე მძიმე პერიოდი იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი გახდა პრეზიდენტი, თუმცა პარლამენტმა ფულის ჭამა არ აცადა და ისევ თავად დასხდნენ ბიუჯეტზე დევებად. ზურაბიშვილზე საუბარი ზედმეტიცაა, რადგან ყველამ კარგად იცის თუ რა როლი აქვს მას პრეზიდენტად ყოფნისას. საქართველოს მაგალითზე საპრეზიდენტო მმართველობა არ ამართლებს შესაბამისად არც საპარლამენტო. იმისთვის რომ მოცემულ პირობებში კარგი შედეგი მივიღოთ, ქვეყანში უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონსტიტუციური კანონმდებლობა. სანამ საქართველოშიც არ ჩამოყალიბდა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობა შედეგს არ მოგვცემს.

დიქტატურა

არის ის, რაც საქართველოს ესაჭიროება ?! ვერ, ვერავინ შეძლებს საქართველო დიქტატორული მმართველობით მშვიდად მართოს. გადაუვლის და მიწასთან გაასწორებს დიქტატორს, არა ხალხი, არამდე სხვა ქვეყნების მნიშვნელოვანი ფიგურები. ყველა მმართველმა კარგად იცის თუ კარგი დიქტატორი, როგორ გააძლიერებს ქვეყანას. ყველამ კარგად იცის, რომ იაფი ფული საქართველოში იშოვება და ყველას, ქართველი კაცის გარდა უნდა, რომ ასე დარჩეს. ყველაზე იაფი ტარიფით საქართველო ყიდის ელექტროენერგიას და ყველაზე დაბალი საბაჟო გადასახადი საქართველოშია.

თეოკრატია

დღეს მხოლოდ ორი ქვეყანა არსებობს, რომელსაც რელიგიური სარწმუნოების მიხედვით მართავენ. ესენია საუდის არაბეთი და ვატიკანი. ქვეყნები სადაც რელიგია და ტრადიციები ყველაფერზე მაღლა დგას. სადაც ღირსებაა მნიშვნელოვანი და არა სიამოვნება. მარტო ამ ყველაფერს თუ დავაკვირდებით საქართველო ყველაზე ახლოს თეოკრატიასთან მიმართებაშია.

სოციალისტური რესპუბლიკა

მსოფლიოში ამ მაღალფარდოვანი მმართველობის ქვეყნების რიცხვი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შემცირდა. დღესდღეობით ასეთ ქვეყანად გვევლინება კუბა. კუბაში დიდი რაოდენობით ფული თეთრდება. ხალხს გაჭირვებაში აცხოვრებენ და არ აძლევენ განვითარების საშუალებას. თუ ვინმე გაფართხალდა, შეხედავენ აწონ დაწონიან და თუ არ მოეწონათ შებოჭავდნენ. ნუ სტანდარტულად, რაც იყო სოციალიზმის რეალობა. ჩინეთში სოციალისტური რესპუბლიკა სხვა კუთხით გვხვდება, რასაც განაპირობებს ჩინეთის ეკონომიკური შესაძლებლობები. რას ფიქრობთ სოციალისტური რესპუბლიკაზე ?
####მთავრობა
####პოლიტიკა
####მმართველობა
####საქართველო
####დემოკრატია
####თეოკრატია
####პარლამენტი
####სოციალიზმი
####რესპუბლიკა
####დიქტატურა
####არჩევნები
####აზრი
####მაშინრა
?
0