სქური

0
კურორტი სქური ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებებია, დღეს სქურში ავედით მინერალურ წყალზე, თან სუფთა ჰაერზე გავისეირნეთ. სქურის წყალზე თქმულება გამახსენდა და ჩემი თვალით ვნახე ის ვითარება რომელმაც დააფიქრა მწყემსები, რომ სქურის წყალი არ იყო ჩვეულებრივი წყალი. მწყემსებმა საქონელს შეამჩნიეს რომ სქურის წყალს ეწაფებოდნენ და ისე სვამდნენ, გზად რამდენი ნაკადულიც არ უნდა გამოევლოთ, ბოლოს მაინც აქ ჩერდებოდნენ, სწორედ ამან დააეჭვა მწყემსები რომ ის განსაკუთრებული წყალი იყო. დღესაც იგივე მეორდება საუკუნეების შემდეგ. ოცნებად მექცა სქურის გზა და ძველებურად მოჟრიამულე კურორტის ხილვა. იმედი მაქვს მალე მიხედავენ გზას, კურორტს და ინფრასტრუქტურას. ძროხები იპოვიან ნაკადულს და იქ დაეწაფებიან წყალს, აქ ხომ ყველა წყალი სუფთა და ანკარაა.
0