საქართველოში ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან მიმართვიანობა გაიზარდა

0
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფსიქიატრებთან და ფსიქოლოგებთან მიმართვიანობა გაიზარდა კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოს ცხოვრების რიტმი შეცვალა. პანდემიამ ადამიანები გარკვეული სტრესის ქვეშ მოაქცია. ზოგიერთ მათგანს განსაკუთრებულად უჭირს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ვირუსულად გადამდებ პანიკას. უმეტესად ფსიქოლოგიური დახმარება კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს სჭირდებათ. როგორც „პრაიმტაიმს“ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში განუცხადეს, ბოლო პერიოდში სტაციონარში პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა. კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად კი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ახალი სერვისი შეიქმნა. ამისათვის ამოქმედდა ვებგვერდი http://www.addiction.ge/ ონლაინ კონსულტაციის მიღების მიზნით. მომხმარებელს ონლაინ ჩატის მეშვეობით, ყოველ საღამოს, 19.00 საათიდან 22.00 საათამდე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქოლოგები გაუწევენ დისტანციურ დახმარებას. იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტოზური მკურნალობა გახდა საჭირო, მაშინ პაციენტს ფსიქიატრთან ამისამართებენ. „პრაიმტაიმი“ ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილს ესაუბრა. „ეპიდემიებისა და პანდემიების ეპოქაში, დაავადებისგან გამომდინარე, არსებულ რისკებს ემატება ფსიქიკური დისკომფორტი და ასევე, არსებული ფსიქიკური აშლილობების გამწვავებები. აქედან გამომდინარე, განსხვავებული არც covid19-ის პანდემია აღმოჩნდა. ამ პერიოდში, მნიშვნელოვნად მოიმატა თვითიზოლაციისა და კარანტინის მოთხოვნებმა, რამაც დისკომფორტი შეუქმნა რეალურად მოსახლეობის ფართო ფენებს. პანდემიებისა და ეპიდემიების დროს, ყველაზე ხშირად მატულობს: შიში, შფოთვა როგორც საკუთარი, ისე – საყვარელი... იხ. სრულად
0