სექსთოჯინების ყველაზე მსხვილი მაღაზია აცხადებს, რომ COVID-19-ის ეპიდემიის შემდეგ გაყიდვები რეკორდულად გაეზარდა. ამის შესახებ The Star წერს.
კომპანია Sex Doll Genie-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, სექსთოჯინების ინდუსტრია რევოლუციას განიცდის. ის ამ ფაქტს კორონავირუსის დროს დაწესებულ კარანტინს უკავშირებს. „ზოგიერთი მომხმარებელი კარანტინში მოწყენილია და ექსპერიმენტებს მიმართავს. ზოგიერთისთვის კი სექსთოჯინა გაცნობის ალტერნატივას წარმოადგენს“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ჯანეტ სტივენსონი.
აპრილის პირველ კვირაში, ჰეტერო წყვილებმა, მაღაზიაში Sex Doll Genie-ში 33, 2%-ით მეტი თოჯინა იყიდეს, ვიდრე 2019 წლის აპრილში. თებერვალში მარტოხელა კაცების მხრიდან სექსთოჯინებზე მოთხოვნა 51, 6%-ით გაიზარდა, ხოლო მარტოხელა ქალების მხრიდან 15, 8%-ით.