გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ტრაგედია მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი. არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ, უფლისციხის ნაკრძალის გზაზე, დიდი სისწრაფით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხიდის ჯებირის გაარღვია და მდინარეში გადავარდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება