საშვებით მობლატავე მზეები!

0
როგორც მოგეხსენებათ, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდა საქართველოში, თუმცა ეს არ ვრცელდება იმათზე, ვისაც სანაცნობო წრე ჰყავს მთავრობაში! მოქალაქეები გარკვეულმა ნაწილმა მოიპოვა საშვი და შეუძლიათ ავტომობილებით გადაადგილება. მათ ეს საშვი არ მოუპოვებიათ აუცილებელი საჭიროების გამო, მათ საშვი მოიპოვეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჰყავთ ჩემზე და შენზე კარგი სანაცნობო წრე სამთავრობო სტუქტურაში. ეს არის სამარცხვინო საქციელი! პირველ რიგში, სამარცხვინოა იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც არ ზრუნავენ საკუთარ ოჯახებზე, სანათესაოზე, საზოგადოებაზე, რადგან ერთმა არასწორმა საქციელმა, მაგალითად: ხელის ჩამორთმევამ, გადაკოცნამ, აფთიაქსა თუ სუპერ მარკეტში წესების დარღვევამ, შეიძლება, გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები თითოეული ჩვენგანისთვის! ცხადზე ცხადია, რომ ეს რეგულაცია არის სრული აფსურდი. მისი მთავარი მიზანი იყო ეკლესიებში მოსახლეობის დიდი ნაკადის არ მისვლა. ამ მოქმედებას მე უკვე დავეთანხმე, რადგან ეკლესიაში მისვლა იყო საშიში საქართველოს მოქალაქეთათვის, მაგრამ დროის გასვლის შემდგომ ეს რეგულაცია უნდა მოხსნილიყო, რადგან მოქალაქეებს მისცემოდათ გადაადგილების საშუალება. რა უნდა გააკეთოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომლებიც არ ცხოვრობენ ქალაქში და სუპერ მარკრტი რამდენიმე მეტრში აქვთ?! ხაზს ვუსვამ სოფლებს, რომლებიც სუპერ მარკეტებიდან კილომეტრებით არიან დაშორებულნი. არაფერს ვამბობ იმაზე, როგორ კონტროლდება სოფლის სუპერ მარკეტები. მე პირადად, მიჩნდება კითხვა, რატომ? რატომ უნდა ჰქონდეს ვიღაც ტიპს იმაზე მეტი უფლება, ვიდრე თუნდაც მაღალმთიან რეგიონში ჩარჩენილ ხალხს? რატომ უნდა დადიოდეს იგი უმიზნოდ, უბრალოდ იმიტომ , რომ აქვს ფუფუნება უკანალი აქიცინოს სამთავრობო სტრუქტურებთან? არარეალურია ის აზრი, თითქოს სამსახურებრივი მოვალეობისთვის სჭირდებათ საშვი, რადგან ბრძანებიდან გამომდინარე, მოქალაქეებზე, რომელთა სამსახურიც ფუნქციონირებს, გაცემულია საშვები. დღევანდელი ობიექტური რეალობა ერთია - ჩაძირულები ვართ ნეპოტიზმში, მარტივი, ლოგიკური და ნათელი აზრი არ გვესმის იმიტომ, რომ გვეუბნებიან, თქვენ ეს აზრი არ უნდა გესმოდეთ! მე დიდი იმედი მაქვს, ეს სიტუაცია შეიცვლება და მე ყოველთვის ვიდგები იმ მხარეს, სადაც, ჩემი აზრით, ობიექტური სიმართლეა. მე ყოველთვის წარმოგიდგენთ იმის ანალიზს, რაც ქვეყანაში ხდება, რადგან მე ვთვლი თავს ვალდებულად, გავაკეთო ეს! სხვა კი, ჯერ-ჯერობით, არაფრის გაკეთება შემიძლია!
Tbilisi
Batumi
Kutaisi
Zugdidi
#news
#opinion
#საშვები
0