აფეთქება იყო ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე. შემთხვევა სურმანიძეების საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა.
დაშავებულთაგან ქალი, მრავლობითი დაიზანებებით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაშავებულია თურქეთის მოქალაქეც, რომელიც სახლში მდგუმრად იმყოფებოდა, ის კლინიკა "ბიემსიში" შოკური ტრავმით შეიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე გაზის ან ნავთობ პროდუქტების წესების დარღვევას გულისხმობს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
ფოტო: მთავარი არხი
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში