Naruto VS Sasuke ფინალური ბრძოლა

0
? Naruto Vs Sasuke ფინალური ბრძოლა არის ბრძოლა, სადაც ფაქტიურად შიპუდენი მთავრდება, სადაც ნარუტოს უბრალოდ ისტორიის გამო უნდა გაემარჯვა, ბრძოლა სადაც სიუჟეტი ნარუტოს გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, სხვა შემთხვევაში არაფერს ექნებოდა აზრი. ? ? ამ პოსტს იმათვის ვწერ ვინც ფიქრობს, რომ სასკემ ეგ ბრძოლა წააგო, რადგან თვითონ აღიარა წავაგეო, აღიარების მიუხედავათ ეგ მატჩი ფრე დამთავრდა. ? ? ჯერ დავიწყოთ იმით, რომ კიშიმოტომ სასკეს ყველა კუდიანის ჩაკრა მისცა, როცა ამ დროს ნარუტოს მხოლოდ კუდიანების რაღაც ნაწილი ქონდა მხოლოდ და რა თქმა უნდა კურამას ნახევარი და ამის მიუხედავათ ნარუტომ უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია და ეს იმის დამსახურებაა, რომ ამ Rinnegan-ის გამომყენებელს საერთოდაც არ ქონდა წარმოდგენა რა შეუძლია მის თვალს, ნუ ხო კაი გავიგეთ არ იცოდა გამოყენება, მაგრამ ყველა კუდიანის ჩაკრა გაქვს და მაინც აგებ ? აქვე გეტყით, რომ სასკეს 10კუდას ჩაკრებიც, რომ ქონოდა მაინც წააგებდა სიუჟეტის გამო, ანუ ხო ხვდებით მაინც ბოლოში Talk No Jutsu, მეგობრობა როგორც ყველა ვილეინთან, ნარუტო პირდაპირ უძვრება მოწინააღმდეგეს გონებაში, ობიტო რომელიც მთლიანი მისი ცხოვრება 1 ოცნებას მიზდევდა რინის სიკვდილის შემდეგ ნარუტომ უბრალოდ ისევ ძველ ობიტოთ დააფორმატა, სხვა სიტყვებით ეგზორცისმი ჩაუტარა... ❤️ ? მოდით გადავიდეთ მთავარ აზრზე, ბრძოლის დასასრულში როდესაც ორივეს ჩაკრა ამოწურულია ფაქტიურად და კანკალ-კანკალით ურტყამდნენ ერთმანეთს მაგ დროს სასკემ კურამას ბოლო მონაგროვები ჩაკრა ამოაცალა, გააქტიურა შარინგანი, ჩიდორი დაძაბული მომენტია და ბრახ უცებ ქრება შარინგანი, რადგან ნარუტოს Plot Armor-ი ძალიან სქელია და იღებს ქაუნტერ შეტევას და ხო შემდეგ EMS-ს ააქტიურებს ჩიდორსაც და კაგაცუჩისაც ერთად...... Bruh….. არა კიშიმოტომ არ იცის ტროლები. ? ✌️ იმის მიუხედავათ, რომ სასკემ აღიარა წაგება არ ნიშნავს, რომ ეგ ბრძოლა წააგო, რადგან თუ ლოგიკურად შეხედავთ ორივე სიკვდილის პირას იყო და არცეთს არ შეეძლო რამის გაკეთება, ორივე სიკვდილს ელოდა და სასკემაც თქვა „ისევ ჩავფლავდით სიკვდილში“. ?? ? სასკეს აღიარების გამო ეს ბრძოლა ნარუტოს ეთვლება მოგებულათ, მაგრამ თუ უფრო გაშლილად შევხედავთ ბრზოლას და ლოგიკურად ორივე სასიკვდილოთ იყო დაჭრილი. ? ? გადავიდეთ ძალების შედარებაზე, ჩემი აზრით ზრდასრული ნარუტო უფრო ძლიერია ვიდრე ზრდასრული სასკე ? ?? ნარუტო და რატომ? ?? ? დავიწყოთ ბოლო ბრძოლიდან, ნარუტოს ამ ბრძოლაში ქონდა რიკუდოს სენჯუცუ, ნახევარი კურამა და ბიჯუების ჩაკრის ნაწილი, ასევე მის არსენალში იყო სენჯუცუ, იმ მომენტში, როდესაც რიკუდომ ჩაკრები გაუნაწილა სასკეს და ნარუტოს, მაშინ ნარუტო მინიმუმ ორჯერ ძლიერი იყო სასკეზე, ჩაკრის მარაგითაც სისწრაფითაც და ტექნიკის მასშტაბურობითაც, ამ ომის შემდეგ, ნარუტო ჩაისახლა კურამას მეორე ნახევარი, რაც ათკუდას 25% უდრის, სრული კურამა ათკუდას 50% აზრზე ხართ ეს რას ნიშნავს?. სასკემ ამ ბრძოლის შემდეგ დაკარგა ყველა კუდიანის ჩაკრა, ამიტომ ის ვეღარ გამოიყენებს ინდრას ისარს, მართალია რინეგანი უკეთ დახვეწა, მაგრამ მას არაფერი არ აქვს ნარუტოს წინააღმდეგ პორტალის გარდა, ამატერასუ, გენჯუცუ, ჩიბაკუ ნარუტოს ვერ აჩერებს. ? ? ბოლო ბრძოლაში ნარუტო პირდაპირ ეუბნება სასკეს, რომ მე შენი მოკვლა არ მინდაო, ამის საშუალება ქონდა ნარუტოს, მაგრამ არ გააკეთა, სასკე კი გამიზნულად ცდილობდა ნარუტოს მოკვლას. კიდევ ისმის კითხვა?, გამძლეობით, ჩაკრის მარაგით, რეგენერაციის უნარით, ტექნიკების მასშტაბურობით და სისწრაფით ნარუტო სასკეზე წინ დგას. ?
#naruto
#sasuke
#love
#anime
#manga
#opinion
#news
#photo
0