ტექნოლოგიური სელექცია და შეტენილი კრედიტები!

0
როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა თქვა:საქართველოში ონლაინ სწავლებები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს.მართალია ჩვენი პრემიერი სწავლებები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს.იმ შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოწოდებული ინტერნეტის საშინელ ხარისხს და სტუდენტებს, რომელებიც ინტერნეტის თანხას ვერფარავენ ან უბრალოდ არ აქვთ ტექნიკური უზრუნველყოფა ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად.მთელი ბედის ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ სწავლის საფასური ვისაც უკვე დაფარული აქვს და ვერ ესწრება ლექციებს რეალურად 1125 ლარს ( ზოგ შემთხვევაში მეტსაც) უბრალოდ ჰაერში იწვის! ყველაზე მთავარი ის არის , რომ სახელმწიფოს კრიზისდან გამოსვლის გეგმაში ყველაზე ბოლოს იხსნება სკოლები და უნივერსიტეტები.საგანმანათლებლო ცენტრებამდე იხსნება კაფე ბარები, ბაზრობები, სავაჭრო ცეტნრები და ა.შ. მოდით გავარჩიოთ საკითხი ანუ სახელმწიფო ფიქრობს, რომ პირველი გახსნსას ბაზრობები, კაფე-ბარები და სავაჭრო ცენტრები სადაც მომუშავე მოქალაქეები ნაკლებად ერუდირებულნი არიან იმ საკითხის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება.სიმართლე, რომ ვთქვათ მეტწილად არც ესმით რა მდგომარეობაა ქვეყანაში. უნივერსიტეტებში კი სადაც ლექტორებიც და პერსონალიც ბევრად უფრო კვალიფციური და მომზადებულია ამ საკითხის მიმართ ბოლოს გაუშვას სამსახურში და სტუდენტებს, რომლთა თანხაც ჯერ-ჯერობით ჰაერში იწვის არ მისცეს საშუალება, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღოს! გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მოსწავლე არ ესწრება ლექციებს ვერ იღებს განათლებას.თუ მოსწავლე ვერ იღებს განათლებას ვერ აბარებს გამოცდებს.თუ მოსწავლე ვერ აბარებს გამოცდებს ეტენება კრედიტები და ამით 1125 ლარს ზემოდან კიდევ იხდის კრედიტების თანხას.მესმის, რომ ეს ყველაფერი სასაცილო ხდება მაგრამ მოდით დასკვნა დავდოთ ანუ მოსწავლე იხდის თანხას არაფერში ჯერ 1125 ლარს და თუ კრედიტებს გავითვალისწინებთ კიდევ დაახლოებით 1000 ლარამდე ანუ ჯამში მიახოლებით 2125 ლარს იხდის იმაში, რაშიც რეალურად არაფერს იღებს.თან ეს სტუდენტები არ არიან გათვალისწინებულნი კრიზისიდან გამოსვლის გეგმაში ანუ სახელმწიფოსგანაც კი არ იღებენ არანაირ დაფინანსებას! დასკვნა და გამოსავალი. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა აიღონ ვალდებულება საკუთარ თავზე რათა არ მოუწიოთ სტუდენტებს მინიმუმ 2125 ლარის გადახდა. ეს თანხა უნდა დაფაროს სახელმწიფომ.მეორე ვარიანტია ის, რომ სახელმწიფომ თავად დაფაროს ინტერნეტ პროვაიდერის ხარჯები და მისცეს სტუდენტს მინიმალური ტექნიკა იმისთვის, რომ მან მიიღოს განათლება.რჩება მესამე გზა პირადად ჩემი აზრით არასწორი ვარიანტი.გამოცხადდეს წელი აკადემიურად და ყველა სტუდენტს თანასწორუფლებიან გარემოში მოუწიოს განათლების მიღება! მოქმედების არეალი საკმაოდ დიდია ბევრი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, რომელიც სტუდენტებზე იქნება გათვლილი თუმცა რა გზას მოძებნის სახელმწიფო და შეცვლის თუ არა უკვე გაწერილ კრიზისულ გეგმას საინტერესო ზუსტად ეს არის!
#news
#opinion
#events
Tbilisi
Kutaisi
Batumi
Sokhumi
0