როდის გაიხსნება ბაზრები და რას გულისხმობს ახალი სტანდარტები?

0
მომდევნო კვირიდან იმერეთის ბაზრები იხსნება. ამის შესახებ განცხადება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ბაზრები ჩვეული რეჟიმისგან განსხვავებულად იმუშავებენ. ამასთან დაკავაშირებით ბაზრის მეპატრონეები ინფორმილებულნი არიან და მათ რეგულაციით გათვალისწინებული ყველა სტანდარტის დაცვა მოუწევთ: „ჩვენ გამოვიკვლიეთ და მთლიანად აღვრიცხეთ ყველა ის ფერმერი, ვისაც სხვადასხვა კულტურა მოჰყავს. ძირითადად, საქმის კურსში ვართ, ვის, რა სჭირდება და სარეალიზაციო არხებში ვეხმარებით. გარდა ამისა, ჯერჯერობით ჩვენ კრიტიკული სიტუაცია არ გვაქვს, როგორიც პირობითად, მარნეულში შეიქმნა და ვცდილობთ, არც იყოს. ახლა ვცდილობთ, იმერეთში ყველა ბაზარი გავხსნათ, რომ ჩვენს ფერმერებს რეალიზაცია გაუიოლდეთ. ვმუშაობთ ბაზრის მეპატრონეებთან, რომ იმ შესაბამისი სტანდარტებით გაიხსნას ბაზარი, რა სტანდარტებიც ახალი რეგულაციებით დაწესებულია. ვფქირობ, იმ კვირაში, იმერეთში, ბაზრების უმეტესობა უნდა გავხსნათ“, - განაცხადა შალამბერიძემ. #აგრარულიბაზრები #შალამბერიძე #kutaisidaily
0