ყველაფერი ერაყის შესახებ - ახალი მთავრობა, განახლებული ბრძოლა ტერორისტებთან და პანდემია

0
ერაყში უკვე რამდენიმე თვეა მთავრობა ვერ ყალიბდება. 2019 წელს დაწყებული საპროტესტო აქციებმა კიდევ უფრო კარგად დაგვანახა, რომ ქვეყანა, რომელიც “დაყოფილია” სხვადასხვა ფრაქციად ვერ დგება ფეხზე, ხოლო ვითარება კიდევ უფრო მწვავდება არსებული მდგომარეობის გამო. ამჯერად, ერაყის პრეზიდენტმა პრემიერობის პოსტზე მუსტაფა ალ-ქადიმის კანდიდატურა წარადგინა. მანამდე, ერთი თვით ადრე, პრეზიდენტმა ადნან ალ-ზუფრი წარადგინა, თუმცა მას მალევე თავისი კანდიდატურის მოხსნა და პრემიერობაზე უარის თქმა მოუწია. პრობლემა იმაში მდგომარებდა, რომ ძირითადად ე.წ. “შიიტური კლანები” და დაჯგუფებები, მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ის არის პრო-ამერიკული და სეკულარული პირი. გარდა ამისა, ზუფრი ირანს და ირანის გავლენას ქვეყანაზე ხშირად აკრიტიკებდა, რაც მათთვის მიუღებელია. ტვიტერში ზუფრიმ დაწერა: “My decision not to proceed with my nomination is to preserve Iraq and its greatest interest”. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება განპირობებული იყო შიდა და გარე ფაქტორების გამო. მოვლენების ასე განვითარების გამო, ერაყის პრეზიდენტს ახალი კანდიდატის პოვნა გახდა საჭირო. პრეზიდენტმა კადიმის კანდიდატურა წარადგინა. (კადიმი დაზვერვის ყოფილი უფროსი იყო) თუმცა მის კანდიდატურას ე.წ. პრო-ირანული ჯგუფები დიდი პროტესტით შეხვდნენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი მის დანიშვნის შემთხვევაში ომის დაწყებით იმუქრებონენ. Kataeb Hezbollah პირდაპირ აფრთხილებდა ომის დაწყებით. პრემიერობის ახალი კანდიდატიც მათთვის მიურებელი აღმოჩნდა. მათ განაცხადეს, რომ ის ამერიკელებთან თანამშრომლობდა და ხელი ურევია გენერალ ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციაში. მუხედავად ამისა, პრეზიდენტმა მაინც წარადგინა კადიმი და მას 30 დღე აქვს ახალი მთავრობის ფორმირებისათვის, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს. რა ტიპის გარიგება მოხდა პოლიტიკოსებსა და დაჯგუფებებს შორის ჯერ უცნობია, თუმცა ერაყის გავლენიანი ჯგუფები მას მხარი დაუჭირეს. ისეთი ჯფუფები როგორიცაა: “ჰიკმა”, “State of Law”, “Fatah” და ა.შ. აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქადიმის ერაყის უდიდესი სუნიტური პარტიაც “Coalition of Iraqi Forces” უჭერს მხარს. ერაყს სასწრაფოს ახალი და ეფექტური მთავრობა სჭირდება, რადგან ქვეყანა რამდენიმე “ომშია” ჩართული. პირველი არის ბრძოლა ახალ ვირუსთან – COVID-19. ერაყში ვირუსის ვერც შეჩერებას და ვერც მასთან გამკლავებას ახერხებენ. ქცვეყანაში ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა და ასეთ ტემპებში თუ გაგრძელდა, რეგიონში ირანის მერე შემდეგი აფეთება ირანში მოხდება, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორი სახელმწიფო უშუალოდ ერთამეთის მეზობელია. შემდეგი და არანაკლებ პრობლემური არის ბრძლოა ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან”. ერაყი ოფიციალურად გაიმარჯვა ომში და ქვეყანაზე კონტროლიც დაიბრუნა. შეგახსენებთ, რომ ერაყმა დიდი ტერიტორიები დაკარგა “ისლამური სახელმწიფოს” აღზევების პერიოდში. ამჟამად, ტერორიტული ორგანიზაციის წევრები ქვეყნის ტერიტორიაზე დაფანტულნი არიან და  ხშირად აწყობენ პროკაციებს და დივერციებს ძალოვან სტრუქტურებზე. ისინი ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებენ და იქიდან უტევენ სამხედროებს და პოლიციას. ახალ მტავრობას ამ პრობლემებთან გამკლავება მოუწევს. ამას ემატება კრიზისი ნავთიბის ბაზარზე. ფასების დაწევამ, რათქმა უნდა, ერაყის ეკონომიკასაც ურტყავს. მათ ასევე მოუწევთ ანგარიშის გაწევა ირანთან და პრო-ირანულ დაჯგუფებებთან, რომლებიც ფაქტობრივად ქვეყანას აკონტროლებენ და კარნახობენ “თამაშის წესებს”. და რაც მტავარია, მტავრობას მოუწევს ახალი გზების პოვნა, რათა მოსახლეობის ლოიალურაბა მოიპოვონ. 2019 წლიდან არ წყდება საპროტესტო აქვიები, ხალხი ჯერ კიდევ თაჰრირის მოედანზე დგას და ითხოვს სამართლიანობას, “დამოუკიდებლობას”, უმუშევრობის, სიღარიბის დაძლევას და ა.შ. მოსახლეობა დაღლილია იმით, რომ მათი ქვეყანა ამერიკა-ირანის დაპირირსპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ერაყს ამოსუნთქვის საშუალება სჭირდება, რათა გადალახულ იქნას ყველა კრიზისი და შეჩერდეს შიდა დაპირისპირება .
#politics
#news
#opinion
#events
#religion
#iraq
#newgovernment
#revolution
#iran
#sectarian
#pandemy
#coronavirus
#covid19
#ერაყი
#ახალი
#მთავრობა
#დაპირისპირება
#ტერორიზმი
#daesh
#terorism
0