კაცები მიდიან, ბრილიანტები კი რჩება _ შავი პანტერა ნაომი კემპბელი

0
? სამოდელე ბიზნესში ნაომი შემთხვევით მოხვდა. როდესაც 15 წლის იყო და ცნობილ Covent Garden Park-ში სეირნობდა, მას ყურადღება მიაქცია სამოდელო სააგენტო Elite-ის თანამშრომელმა ბეტ ბოლდტმა. მან თვალი ვერ მოწყვიტა ნაომის იდეალურ ტან-ფეხს, ეგზოტიკურ შესახედაობასა და განუმეორებელ პლასტიკას. ბეტმა ნაომი კასტინგზე მიიწვია და უკვე რამდენიმე თვეში ნაომი ცნობილი მოდელი გახდა. ❤️ ? 80-იანი წლების დასასრულს ნაომი დაუმეგობრდა სახელგანთქმულ მოდელებს — კრისტი ტარლინგტონს, ლინდა ევანგელისტას და შეიქმნა ცნობილი „სამეული“, რომელიც ხშირად ერთად მონაწილეობდა ჩვენებებში. ❤️ ? 1988 წელს ივ სენ-ლორანი დაემუქრა ჟურნალ Vogue-ს, რომ ის მოხსნიდა საკუთარი ბრენდის რეკლამას ჟურნალიდან, თუ მის ყდაზე ნაომის ფოტოს არ გამოაქვეყნებდნენ. ❤️ ? 1994 წელს ნაომიმ გამოუშვა თავისი პირველი მუსიკალური ალბომი — Baby Woman. ბრიტანეთში ის გააკრიტიკეს, თუმცა იაპონიაში 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ხოლო ნაომის მომღერალ ტოშიბა კუბოტასთან ერთად დაწერილი სიმღერა — La La La Love Song ნამდვილი ჰიტი გახდა ❤️ ? 2012 წელს, როდესაც ნაომიმ ბოლო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მოდის მეტრმა რობერტო კოვალიმ განაცხადა: „რომ არსებობდეს „ოსკარი“ მსოფლიოში საუკეთესო მოდელისთვის, მე დაუფიქრებლად გადავცემდი მას ნაომი კემპბელს“… ❤️ ? ნაომის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა ნელსონ მანდელასთან და მას „ბაბუასაც“ კი ეძახდა. ნელსონ მანდელა კი ნაომის „საპატიო შვილიშვილს“ უწოდებდა. ❤️ ? ის თანამშრომლობს დალაი ლამასთან, აგროვებს სახსრებს ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. ❤️ ? ნაომიმ შექმნა საქველმოქმედო ფონდი Fashion for Relief, რომელიც ეხმარება სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებულებს. ❤️
#fashion
#naomicampbell
#opinion
#facts
#goodplaces
#photo
#art
0