ცნობილი მოდელები პლასტიკური ოპერაციებით

0
ტაირა ბენქსი ტაირა წლების განმავლობაში მალავდა ცხვირის ოპერაციას. ამბობდნენ, რომ მაკიაჟის და განათების დამსახურებით ცხვირი უფრო თხელი უჩანდა, ვიდრე ახალგაზრდობის ფოტოებში. 2017 წელს ტაირამ აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
ალესანდრა ამბროსიო ალესანდრა არასდროს მალავდა ყურების ოპერაციას. ბრაზილიელმა მოდელმა თქვა, რომ ოპერაცია 12 წლის ასაკში არალეგალურად გაიკეთა და ძალიან დიდი შიში გადაიტანა.
ჯორდან დანი ჯორდანი მოდაში 2007 წლიდან გამოჩნდა. თხელი და მაღალი აღნაგობის ჯორდანს პატარა მკერდი ჰქონდა. 2011-12 წლებში შესამჩნევი გახდა ცვლილება. 2013 წელს მოდელმა დაწერა, რომ დიორის შოუდან მკერდის სიდიდის გამო მოხსნეს. 2013 წლამდე ჯორდანი დიორის ჩვენებებზე უპრობლემოდ გამოდიოდა.
ბელა ჰადიდი წარმატებული მოდელებიდან ჰადიდს ყველაზე შესამჩნევი გარდასახვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იოლანდა ჰადიდმა მხოლოდ ცხვირის ოპერაციას გაუსვა ხაზი, ბელას ტუჩის და სახის ფორმის ცვლილებაც შესამჩნევია.
ინსტაგრამზე არსებობს გვერდი @celebface. თუ დაინტერესებული ხართ ვარსკვლავების გარდაქმნით, როგორ იყენებენ ფოტოშოფს ინსტაგრამის უბრალო სელფის დროსაც კი, გირჩევთ @celebface გამოიწეროთ. გამორჩეულად კარგი პროფილია ამ მიმართულებით. #მოდელებიდაპლასტიკურიოპერაციები #ისრაცაქამდეარიცოდით #ფაქტები
Tbilisi
0