ლეონარდო და ვინჩის გენიალური გამოგონებები და საიდუმლოებები

0
?? ტყვიამფრქვევის პროტოტი ?? ? ლეონარდო აქტიურად უწევდა რეკლამირებას თავის სამხედრო-ტექნიკურ იდეებს. ერთ-ერთი ასეთი იდეა იყო ტყვიამფრქვევის შექმნა. მართალია ის ერთი ლულიდან მრავალ ტყვიას ვერ ისვრიდა, მაგრამ შეეძლო დროის მოკლე შუალედებში რამოდენიმე ლულიდან ერთდროულად გაესროლა. ეს იარაღი რომ შექმნილიყო იმ დროს ის იტალიის არმიას თითქმის უძლეველს გახდიდა. ? ?? ავტომობილი ?? ? არსებობს მოსაზრება, რომ ავტომობილის შექმნის იდეა ლეონარდოს შორეულ 1478 წელს ეწვია. მაგრამ მხოლოდ 1752 წელს რუსმა ლეონტი შამშურენკოვმა შექმნა "თვითმავალი მარხილი", რომელსაც ორი ადამიანის ძალისხმევა ამოძრავებდა. ? ?? ისტორიაში პირველი ველოსიპედი ?? ? ველოსიპედის პირველი ტექნიკური ნახაზი ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. ? ?პარაშუტი? ? თავის ხელნაწერებში ლეონარდომ აღწერა მოწყობილობის ზუსტი ზომა. შვეიცარიელმა ოლივიე ტემპმა გადაწყვიტა მისი გამოცდა და 650 მეტრიდან გადმოხტა. მისის სიტყვებით დაშვება უსაფრთხოა, მაგრამ ასეთი პარაშუტის მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ? ?⛷️აკვალანგი და თხილამურები ⛷️? ? ლეონარდოს უყვარდა წყალი. მან შექმნა აკვალანგით ჩაყვინთვის ინსტრუქცია და ასევე შექმნა სასუნთქი მოწყობილობის ნახაზი. ? ? რობოტი ? ? 1495 წელს ლეონარდომ პირველად ჩამოაყალიბა "მექანიკური ადამიანის:, ანუ რობოტის შექმნის იდეა. მისი იდეით ეს იყო რაინდის კოსტუმში გამოწყობილი მანეკენი, რომელსაც შეეძლო ადამიანის რამოდენიმე მოძრაობის გამეორება. ? ❤️ მონა ლიზა ? ? მონა ლიზას ღიმილის საიდუმლოს ამოხსნახე მეცნიერები მარავალი წლის განმავლობაში იმტვრევენ თავს. ზოგიერთი ცდილობს, რომ მონა ლიზას სახის აღქმა დამოკიდებულია ადამიანის პირად ფსიქიკურ მახასიათებლებზე. ზოგ ადამიანს ის მოწყენილი ეჩვენება, ზოგს ჩაფიქრებული, ვიღაცას ეშმაკური, ვიღაცას კიდევ ბოროტი. არსებობს ისეთი ადამიანებიც ვინც ამტკიცებს, რომ ჯოკონდა საერთოდ არ იღიმება. ? ? ხელნაწერები ? ? ლეონარდოს ორივე ხელით ერთნაირად შეეძლო წერა, თანაც "სარკისებურად", ანუ მარჯვნიდან მარცხნივ. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ის სპეციალურად უშვებდა შეცდომებს ნახაზებში, რათა თავიდან აეცილებინა თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ "საწარმოო შპიონაჟი", სწორედ ამიტომ ბევრი მისი საიდუმლო დღესაც ამოუცნობია. ? ⚕️?ადამიანის ანატომია ?⚕️ ? საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლეონარდოს თვლიან კარიკატურული მხატვრობის ფუძემდებლად, რადგან ის ხშირად ადამიანს დამახინჯებული ფორმით ხატავდა. 2005 წელს აღმოჩენილ იქნა ლეონარდოს საიდუმლო ლაბორატორია, სადაც იპოვეს მისი მრავალი ხელუხლებელი ფრესკა და ასევე ოთახი სადაც ის გვამებს იკვლევდა. ? ??️ "საიდუმლო სერობა" ?️? ? ლეონარდო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა იდეალურ მოდელებს. იესოს ხომ სიკეთე უნდა განესახიერებინა, იუდას კი ბოროტება. ერთხელ ლეონარდომ საეკლესიო გუნდის მომღერალთა შორის ახალგაზრდა შენიშნა, რომელიც იესოს იდეალურ პროტოტიპად მიიჩნია და ის თავის სახელოსნოში წაიყვანა სადაც მისი რამოდენიმე პორტრეტი დახატა. გავიდა 3 წელი, "საიდუმლო სერობა" თითქმის დასრულდა მაგრამ ლეონარდომ მაინც ვერ იპოვა ნატურა იუდასთვის. ერთხელაც მან ქუჩაში მწოლიარე მამაკაცი დაინახა, ახალგაზრდა მაგრამ ნაადრევად დაბერებული და მთვრალი. ლეონარდომ მისი ტაძარში მიყვანა ბრძანა. მთვრალი ვერც ხვდებოდა სად იყო, ლეონარდომ კი ამ დროს მისგან იუდას სახე შექმნა. როდესაც მამაკაცი გამოფხიზლდა მივიდა ნახატთან და შეჰყვირა: -მე ეს ნახატი უკვე ნანახი მაქვს. -როდის? - გაუკვირდა ლეონარდოს. -3 წლის წინ როდესაც მე საეკლესიო გუნდში ვმღეროდი, ერთმა მხატვარმა ჩემგან იესოს სახე დახატა. ?
#ლეონარდოდავინჩი
#დავინჩი
#გენიალური
#ნამუშევარი
#paintings
#painting
#discover
#opinion
#goodplaces
#photo
#art
0