გილოცავთ კვირაცხოვლობას!

0
კვირაცხოვლობა ასევე თომას კვირად იწოდება. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა მის ჭრილობებს. თომა მუხლებზე დაეცა და თქვა:"უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო." იგი პირველი იყო მოწაფეებს შორის რომელმაც პირველმა აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. "შენ იხილე და ირწმუნე თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ცისაც არ უხილავს და იწამა". იოანეს სახარება (20, 19-20) გილოცავთ ყველას!
0