41 votes
comments
2 shares
Save
რას გვირჩევს 90 წლის ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
422 reads
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago

ანა ფორ­ტუ­ნა­ტო ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი იტა­ლი­უ­რი წა­მო­შო­ბის 90 წლის ქა­ლია, რო­მელ­მაც COVID-19 და­ა­მარ­ცხა. მისი სი­ტყვე­ბი კი დღეს სხვე­ბის­თვის იმე­დის მომ­ცე­მია. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ანა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ახლა რჩე­ვებს აძ­ლევს. მისი თქმით, მთა­ვა­რი პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა.

რო­გორც New York Post წერს, ანა იტა­ლი­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის ქვრი­ვია და 5 შვი­ლი ჰყავს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მან ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, ას­თმა აწუ­ხებს.

სიმ­ტო­მე­ბი 13 მარტს იგ­რძნო. COVID-19-ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხზე ბევ­რს არ ფიქ­რობ­და.

"ყელი მტკი­ო­და, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, რომ ეს უბ­რა­ლოდ გა­ცი­ე­ბა იყო, ჩემს შვილს, ტე­რე­ზას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ კარ­გად ვარ“, - ჰყვე­ბა ანა.

მისი თქმით, მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ახ­ვე­ლებ­და და სას­წრა­ფო­ში და­რე­კა. შვილს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბო­და და ახლა იხ­სე­ნებს, რომ მის თვა­ლებ­ში შიშს ხე­დავ­და.

ტე­რე­ზას ვუ­თხა­რი - "ნუ დარ­დობ, მე კარ­გად ვიქ­ნე­ბი, ჯერ ღმერ­თს სა­ერ­თოდ არ ვჭირ­დე­ბი და მას სურს, რომ აქ, ჩემს შვი­ლებ­თან ვიყო“, - იხ­სე­ნებს ანა.

რო­დე­საც მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, შვილ­მა კლი­ნი­კა­ში უკა­ნას­კნე­ლი რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლის ჩა­ტა­რე­ბა ითხო­ვა, თუმ­ცა უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, რად­გა­ნაც მღვდლის შეყ­ვა­ნა ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის გა­ჩე­ნის საფრ­თხეს ზრდი­და.

სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა უკვე ანას შვი­ლებს იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი ჰქონ­დათ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა ექი­მებს მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნება დარ­თო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კვლე­ვე­ბით მისი უსაფრ­თხო­ე­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბა დად­გე­ნი­ლი არ არის.

ამ წამ­ლე­ბის მი­ღე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ფორ­ტუ­ნა­ტოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან გა­უმ­ჯო­ბეს­და. 13 დღე­ში კი, ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს. მან არ იცის, რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბა ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას, რო­დის ჩა­ე­ხუ­ტე­ბა ისევ შვი­ლებს, რო­დის ეს­ტუმ­რე­ბა მე­გობ­რებს, მაგ­რამ არ წუ­წუ­ნებს და ამ­ბობს, რომ იღ­ბლი­ა­ნია.


Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
41
Write a comment
2