ფილმის პრემიერა შედგა 1975 წლის 19 ნოემბერს, ჩიკაგოს კინოფესტივალზე. კინემატოგრაფიის ისტორიაში სურათი გახდა მეორე, რომელმაც ოსკარი ხუთ ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში მიიღო. ეს მიღწევა აქამდე მხოლოდ „ეს ერთხელ, ღამით მოხდა-ს“ (1934) ეკუთვნოდა. იგივე წარმატება ფილმმა გაიმეორა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდეობაზეც – კინოს ისტორიაში პირველად.
ფილმი, რომელშიც ფსიქიატრიული კლინიკის კედლებში მომხდარ დრამაზეა მოთხრობილი, თითქმის მთლიანად გადაიღეს შტატ ორეგონის შესაბამისი პროფილის საავადმყოფოში.
მაყურებელმა ფილმი თბილად მიიღო – მხოლოდ აშშ-ში შემოსავალმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს რეჟისურასა და მსახიობების თამაშს და ფილმი 1970-იანი წლების ამერიკული კინემატოგრაფის „ახალი ტალღის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიარეს.
#ვიღაცამგუგულისბუდესგადაუფრინა
#ფილმები
#აუცილებლადსსნახავიფილმები
Tbilisi