MIT-ის მეცნიერები სიზმრების დაჰაკვას ცდილობენ — თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი რაც გსურთ

0
MIT-ის სიზმრების ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფი მუშაობს ღია პროგრამული უზრუნველყოფის მქონე პორტატულ მოწყობილობაზე, რომელსაც სიზმრებზე დაკვირვება და მათზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედება შეუძლია. ახალი გამოგონება ადამიანს საკუთარი სიზმრების გაკონტროლების საშუალებას მისცემს. ჯგუფ OneZero-ს მიზანია დაამტკიცოს, რომ სიზმრები უაზრო შემთხვევითობა არაა და ჩვენი სურვილისამებრ მათი "დაჰაკვა, მოდიფიცირება და გაუმჯობესება" შეგვიძლია". მარტივად რომ ვთქვათ. წარმოიდგინეთ ფილმი დასაწყისი (Inception), ოღონდ Nintendo-ს მართვის ხელთათმანის მსგავსი აქსესუარით. "ადამიანებმა არ იციან, რომ ცხოვრების მესამედი, რომელსაც ძილში ვატარებთ, ის მესამედია, რომელშიც მათ საკუთარი თავის გაუმჯობესება და შეცვლა შეუძლიათ", — ყვება MIT-ის Fluid Interfaces Group და სიზმრების ლაბორატორიის მკვლევარი ადამ ჰოროვიცი. "ასეთი სახით თქვენ შეგეძლებათ გაიუმჯობესოთ მეხსიერება, შემოქმედებითობა, აიმაღლოთ განწყობა მომდევნო დღისთვის ან უკეთესი შედეგი მიიღოთ გამოცდებზე — ამის გაკეთება თქვენ ძილის დროს შეგიძლიათ", — ამატებს ჰოროვიცი. სიზმრების ლაბორატორიის მიერ შექმნილი ხელთათმანის ფორმის მოწყობილობა, სახელწოდებით Dormino, აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის სენსორით, რომლებიც მომხმარებლის ძილის ფაზას ადგენენ. როცა მძინარე ადამიანი ცნობიერსა და ქვეცნიბიერს შორის არსებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხელთათმანი გააჟღერებს წინასწარ ჩაწერილ ხმოვან სიგნალს, რომელიც ერთი სიტყვისგან შედგება. "ფხიზელი მდგომარეობიდან ძილში გადასვლის დროს, ანუ თვლემისას ცნობიერებისთვის ბუნებრივი მოვლენაა ჰიპნოგენური გამოსახულების ან ჰალუცინაციების წარმოქმნა", — VICE-სთან საუბარში განაცხადა ვალდას ნორეიკამ, რომელიც აღნიშნულ კვლევაში არ მონაწილეობს. ჰიპნოგენური მდგომარეობა ადამიანებში განსხვავებულად ვლინდება. ზოგის თქმით, გამოფხიზლებისას ისინი ძლიერ მხედველობით და ხმოვან ჰალუცინაციებს განიცდიან, ზოგს კი ამ დროს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაც შეუძლიათ. სიზმრების ლაბორატორიაში დაკვირვების შედეგად Dormino-ს ხელთათმანმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ექსპერიმენტში მონაწილე 50 ადამიანის სიზმარში, ხელთათმანმა, ვეფხვი გააჩინა. Dormino-მ სენსორების საშუალებით დააფიქსირა ზუსტი დრო, როცა უნდა გაეჟღერებინა სიტყვა "ვეფხვი, " შედეგად კი ადამიანი სიზმარში ვეფხვს ხედავდა. მოწყობილობის მიზანია სიზმარზე დაკვირვების ტექნოლოგიის დემოკრატიზაცია. გასაჯაროებული ინსტრუქციებისა და GitHub-ზე განთავსებული ბიოსიგნალებებზე დაკვირვებისთვის საჭირო ღია კოდის საშუალებით საკუთარი Dormino-ს აწყობა პრაქტიკულად ყველას შეუძლია. სიზმარზე აუდიო ზემოქმედების გარდა სიზმრების ლაბორატორიაში არომატის ამოსაფრქვევ მოწყობილობაზეც მუშაობენ, რომელიც ძილის მე-3 ფაზაში გადასვლის დროს ამოიფრქვევა და სიზმარში მოდიფიკაციების უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. "ეს თითქმის ცხადში ხდება, თქვენ შეგიძლიათ გაფრინდეთ, იმღეროთ, დაკავდეთ სექსით — ეს VR-ზე ბევრად საინტერესოა", — წერს მონრეალის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი თორე ნილსენი საკუთარ ბლოგში. "ეს არაცნობიერი ინტელექტის კიდევ ერთი სახეობაა", — ყვება არიზონას უნივერსიტეტის ექსპერტი სიზმრებისა და ძილის საკითხების მიმართულებით რუბინ ნაიმანი. წყარო: Futurism
#ტექნოლოგიები
#tech
#technology
#news
#opinion
#goodplaces
#art
#photo
0