ტყუილი სიახლეები კორონა ვირუსთან დაკავშირებით და მოტყუებული საზოგადოება!

0
კორონავირუსის გავრცელებისთანავე ასევე გავრცელდა მთელს ინტერნეტში ტყუილი ინფორმაცია აღნიშნული ვირუსის შესახებ. სოციალურ ქსელებში მათი აქტიურად დაბლოკვა ხდება მაგრამ ასეთი ტყუილით სავსე პოსტების 70% მაინც ყველგან გვხვდება. ქმნიან ვებსაიტებს, ტყუილ ანგარიშებს იმისთვის რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ. მაგალითი სახეზეა: სოციალურ ქსელში გავრცელებული იყო რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ხალხს მდუღარე წყალი უნდა დაელიათ და კორონა ვირუსი მათთან ვერ მიაღწევდა, ესე გააკეთა რამდენიმე ადამიანმა და მძიმე დამწვრობით ამდრომდე დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან. ასევე ინტერნეტში გავრცელდა უამრავი მითი 5G ინტერნეტისა და კორონავირუსის ერთმანეთთან კავშირის შესახებ. ამასთან დაკავშირებით ყველაფერი სიცრუეა! (ამ თემაზე Twitter ის ოფიციალურმა გვერდმაც დაწერა და ისინი აქტიურად ბლოკავენ ყალბ პოსტებს). ნამდვილი ინფორმაცია უკვე ნაცნობ მედია გვერდებზე/ვებსაიტებზე შეგიძლიათ ნახოთ. არ დაიჯეროთ ტყუილი ინფორმაცია - ყველაფერი კარგად იქნება!
#news
#opinion
0