0
??????? კორონავირუსის შემდეგ ლონდონში საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი, რადგან გამონაბოლქვი დედაქალაქის ყველაზე დატვირთულ გზებზე თითქმის 50%-ით შემცირდა. ლონდონის მერის, სადიქ ხანის, მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2017 წლიდან შემოღებულმა დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებებმა უკვე გამოიწვია დედაქალაქში მავნე აირის, აზოტის დიოქსიდის, ვარდნა 35%-ით. NO2 - შემცირდა 44% -ით. ♻️ბოლო ოთხი კვირის კარანტინის გამო ლონდონში, ყველაზე დაბინძურებულ ადგილებშიც კი, NO2 კიდევ შემცირდა 27% -ით. ხანი მიესალმა ტოქსიკური ნივთიერების მაჩვენებლის ვარდნას, მაგრამ თქვა, რომ ჩაკეტვის დასრულების შემდეგ აუცილებელია, გაგრძელდეს ლონდონის ტოქსიკური ჰაერის გაუმჯობესების მცდელობები. ? ”სუფთა ჰაერი დროებითი არ უნდა იყოს. ასე რომ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ჩვენი გამოწვევა იქნება იმ შედეგების შენარჩუნება, რასაც მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები აჩვენებს NO2- ის დიდ შემცირებას, ჯანმრთელობისთვის კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ლონდონში ნაწილაკური დაბინძურება, რაც მეტწილად გამოწვეულია ხის დაწვითა და მეურნეობის სხვა საქმეებით. ✔️ელიზაბეთ ფონსეკა, ექსპერტი ევროპის გარემოსდაცვითი ფონდიდან, ამბობს, რომ სუფთა ჰაერის შენარჩუნება აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად. ?”აზოტის დიოქსიდით დაბინძურება შემცირდა, მაგრამ ლონდონში ახლახან დაფიქსირდა საშიში ნაწილაკებით დაბინძურება. მხოლოდ ერთი დამაბინძურებლის რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში გაუმჯობესება არ ნიშნავს ფილტვებისა და სხვა დაავადებების გაქრობას." ?არსებობს მტკიცებულებები, რომ ბინძური ჰაერი განაპირობებს ფილტვების დაავადებებს, გულის შეტევას, ასთმას, გავლენას ახდენს ორსულობასა და ინტელექტის დონეზე. ?ორშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში ასევე წერია, რომ ხუთი ყველაზე დაბინძურებული რეგიონი, რომლებიც მდებარეობს იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, გამოირჩევა კოვიდ-19-ით დაღუპულთა მაჩვენებლით. კიდევ ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ პანდემიის წინა წლებში აშშ-ს ნაწილაკური დაბინძურება უკავშირდება კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს. ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში NO2-ის მაჩვენებელი დასაშვებს აღემატებოდა, განსაკუთრებით - ურბანულ რაიონებში. ?დაბინძურების დონის შემცირების პოლიტიკა გულისხმობს სუფთა ჰაერის ზონებსაც - მაგალითად, ლონდონში გამონაბოლქვის უკიდურესად დაბალ ზონას, სადაც დაწესებულია შეზღუდვა ყველაზე დამაბინძურებელ მანქანებზე. ?მაგრამ კორონავირუსული კრიზისის შედეგად ზოგიერთმა საბჭომ შეაჩერა სუფთა ჰაერის ზონების შემოღების გეგმა. ევროპის ბევრმა ქალაქმა და ბრიტანეთის ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაიწყო ველოსიპედითა და ფეხით მოსიარულეთა ამბიციური სქემების გაცნობა, რათა ხალხს შეეძლოს უსაფრთხოდ გადაადგილება და ეკოლოგიური სარგებლის შენარჩუნება სუფთა ჰაერისა და უსაფრთხო ქუჩების სახით. ???????გარი ფულერი, ჰაერის დაინძურების ექსპერტი ლონდონის კინგის კოლეჯიდან, ხუთშაბათს მიესალმა გამოქვეყნებულ მონაცემებს და თქვა, რომ ლონდონში და სხვაგან შემოღებულმა პოლიტიკამ დაადასტურა, რომ შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრა. მან თქვა: ”ცუდი ჰაერის სუნთქვას ლონდონელთა ჯანმრთელობაზე მძიმე გავლენა ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში… მაგრამ ლონდონის ჰაერის ხარისხი საგანგებო მდგომარეობის გარეშეც უმჯობესდებოდა. ♻️აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი ლონდონის ცენტრში და ავტობუსის მთავარ მარშრუტებზე უმჯობესდებოდა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორიც აქამდე არ გვინახავს. ?ეს უნდა დავიმახსოვროთ სამომავლოდ. ამ წარმატებებმა აჩვენა, რომ ჩვენი ქალაქის ჰაერის დაბინძურება არ არის პრობლემური და მოქმედებებმა შეიძლება შედეგი მოიტანოს. ” ?პროფესორი სტივენ ჰოლგატის, ექიმთა სამეფო კოლეჯის ჰაერის ხარისხის მრჩეველის, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ -19-მა გაანადგურა ბევრი რამ და თავს ქარიშხალივით დაგვატყდა, მან ადამიანებს დაანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნება და გარემო. მან დაამატა: ”ჩვენ, ყველანი, ველოდებით იმ დროს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა დასრულდება და გულწრფელი იმედი მაქვს, შევძლებთ, შევინარჩუნოთ ახალი ჩვევები სუფთა და გამწვანებული გარემოსთვის.”
0