ჯუდ ლოუ და მეთ დეიმონი , ნიჭიერი მისტერ რიპლის გადაღებაზე

0
?" ეშმაკის ყველაზე დიდი ცბიერება იმაში მდგომარეობს, რომ დაარწმუნა სამყარო მისა არარსებობაში " ? ? " თუ ეშმაკი არ არსებობს და ადამიანმა შექმნა , თავის ხატად და სახედ შეუქმნია "? ⬆️ ზემოთაღნიშნული ციტატები დოსტოევსკის წიგნიდან „ ეშმაკნი “ , ამ ფილმის ფუნდამენტური ფრაზებია ⬆️ ? ამ ფილმის პირველი რიმეიქი 1960 წელს გადაიღო რენე კლემანმა .„კაშკაშა მზეზე “ ( Plein soleil ? ) ალენ დელონი ასრულებს მთავარ როლს და ამას პლიუს ნინა როტას შესანიშნავი მუსიკა ჟღერს ( https://youtu.be/fYuehMmXPs0 ) ? ? 1977 წელს ვიმ ვენდერსმა გადაიღო , რიპლის' საკმაოდ წარმატებული ეკრანიზაცია The American Friend /Der amerikanische Freund , დენის ჰოპერით მთავარ როლში. ? ? 1999 წელს, კი სწორედ ჩემი საყვარელი ვერსია განოვიდა ანტონი მინგელას , , ნიჭიერი მისტერ რიპლი" საკმაოდ წარმატებული და საუკეთესოდ მსახიობების კარგად შესრულებული როლებით! ? ? ტომ რიპლი (მეთ დეიმონი ) ქარიზმატული სოციოპატია, რომელიც 50–იანების ნიუ–იორკში ცხოვრობს და მსახურად და პიანისტად მუშაობს. მაგრამ მისი მთავარი ნიჭი სხვა ადამიანების განსახიერება, ხელნაწერის გაყალბება და მაქინაციების ჩატარებაა. ? ტომ რიპლი ერთ დღეს მილიონერს (ჯუდ ლოუს) გაიცნობს, რომელიც შესთავაზებს რომ იტალიაში ჩავიდეს და მისი შვილი დაარწმუნოს, რომ სამშობლოში დაბრუნდეს.ტომი ამ წინადადებას დათანხმდება.იგი იტალიაში ჩასული მდიდრულ ცხოვრებას გაუგებს გემოს და გადაწყვიტას დიკის ადგილი დაიკავოს... ? ? სოციოპათი კაცო­ბრიობი­ს ისეთი ტიპია; ადამიანის, რომელსაც არ გააჩნია­ სოციალური ემოციები, გაცილებით ადვი­ლად ეგუება პროგრესს და ყველაზე გლობ­ალურ ცვლილებებს.საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დადგება ე.წ. მოქნილი­ მარტოხელების ცივილიზაცია - ჯეიმზ ბონდების, ოსტაპ ბენდერების საზოგადოება... თითქოს ამისკენ მიემართება სოციუმი. თუ ელიტის წრეებში, პოლიტიკაში, შოუბიზნესში სოციოპათები იქნებიან ლიდერები, ბუნებრივია, საზოგადოება ეცდება, მიჰბაძოს მათ. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავ­იწყდეს ის, რომ სოციოპათია დასავლური­ ცივილიზაციის მონაპოვარი არ არის, ეს უბრალოდ ხასიათის სახეა. ესკიმოსების ენაში არსებობს სიტყვა "კუნლანგეტა". ასე ეძახიან ადამიანს, რომელიც გამუდმებით იტყუება, ქურდობს, ძალადობს ქალებზე, თაღლითობს. არ აქცევს ყურადღებას წესებს და ხშირად სასჯელს იმსახურებს. კითხვაზე: რა ბედი ეწევათ ასეთ კუნლანგე­ტებს, ესკიმოსები პასუხობენ: "ვიღაც, სანამ ვერავინ ხედავს, მას ყინულიდან წყალში გადააგდებს". ?
#hollywood
#mood
#movies
#movie
#რიპლი
#მეთდეიმონი
#ჯუდლოუ
#opinion
#goodplaces
#photo
0