მეგრული ღვინის ისტორია და დღემდე უცნობი ფაქტები მის შესახებ.

0
მეგრული ღვინის ისტორია და დღემდე უცნობი ფაქტები მის შესახებ. საქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, 500 დან 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. ყველაზე მეტად კი ოჯალეშის ყურძენს გამოარჩევენ. მისგან მზადდება ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს. მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ეს ღვინო სამეგრელოს ცაგერისა და მარტვილისრაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა. ტოროკუჩხი მაღლარი ვაზი ყოფილა. კუჩხი მეგრულად ფეხსა ნიშნავს, ტორონჯი მტრედს ეწოდება. და ყურძენსაც ასე ერქვა - მტრედის ფეხა. არავინ იცის რატომ დაარქვეს ერთ-ერთ ჯიშს კერთოლი - ეს ყურძენი სენაკში, ნოქალაქევსა და მის ახლოს მდებარე სოფლებში ყოფილა გავრცელებული. კერი მეგრულად ტახს ნიშნავს, თოლი - თვალს. კერთოლი კი ტახის თვალს. მეცნიერები იმასაც ფიქრობდნენ, რომ ეს იგივე გურიაში შემორჩენილი ყურძნის ძველი ჯიში - "ღორისთვალაა." მეგრელებმა ერთ ჯიშს დედოფლის კითი (იგივე დედოფლის თითი), დაარქვეს. უფრო უცნაური - დღუდღუში, პუმპულაში, კოლოში (რომლისგანაც მოვარდისფრო მშვენიერი ღვინო დგებოდა), მდინარე ენგურს გაღმა ყოფილა გავრცელებული. შავი ყურძნებიდან გამოირჩეოდა პანეში, გოდავათური, მაჭკვატური, მახვატელი, კეთილური. დიდი რთველი სამეგრელოში არასოდეს სცოდნიათ. ყურძნის დაკრეფის წესი ხომ ოდიშელებს დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებული ჰქონდათ. ყურძნის კრეფა აგვისტოს დამლევს იწყებოდა და ზოგჯერ დეკემბრამდე გრძელდებოდა.
#სამეგრელო
#მეგრულიღვინო
#ღვინისისტორია
#რთველი
#ყურძნისჯიშები
#zugdididaily
0