ომის სიმბოლო - გერნიკა და პაბლო პიკასო (1937)

1
პიკასოს , , გერნიკა’’ ომის წინააღმდეგ მიმართული განაცხადია. ნახატი დატვირთულია სიმბოლოებით, რითიც პიკასოს იმ მსხვერპლისა და ნგრევის ჩვენება სურდა, რაც 1937 წელს ნაცისტთა მიერ გერნიკას დაბომბვას მოჰყვა. თუმცა, პიკასომ ამ ტილოთი მოვლენებს გაუსწრო, ომი რომელმაც მთელი მსოფლიო ჩაითრია მოგვიანებით დაიწყო, ნახატში გადმოცემული ხარის სახება კი ფაშიზმთან გაიგივდა, რომლისთვისაც უცხოა თანადგომა და სიცოცხლე. პიკასო ადამიანთა სასოწარკვეთას, აგონიასა და მრისხანებას გადმოგვცემს მხატვრული სახეების ასოციაციური კავშირებით. მეორე მსოფლიო ომის დროს, პიკასოს მოთხოვნით ფრესკა უსაფრთხოების მიზნით გადაიტანეს ნიუ-ორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საბოლოოდ ნამუშევარი მადრიდში მხოლოდ 1981 წელს დაბრუნდა.
#art
#world
#photo
#paintings
1